რუსთავში საპროტესტო აქცია ლოზუნგით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“ გაიმართა

„თავისუფლება გიორგი მინდაძეს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“ - ამ ლოზუნგით რუსთავში აქცია-მსვლელობა გაიმართა.

აქციის მონაწილეები რუსთავში, ჟიული შარტავას ძეგლთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი საპროტესტო მსვლელობა გამართეს.

მსვლელობაში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრებიც მონაწილეობდნენ, მათ შორის იყვნენ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 21 წლის გიორგი მინდაძის მშობლები.

„გიორგის დაბადების დღეზე სიმბოლურად, რუსთავში არის მსვლელობა. იმდენად ვარ აღფრთოვანებული ამ დიდი აქციით და ამდენი ხალხით, რომ ყველას მინდა, სათითაოდ მადლობა გადავუხადო. სიკეთე მოგცეთ უფალმა და გიორგი კიდევ გამარჯვებული და თავისუფალი ჩამეხუტებინოს!“, - აღნიშნავს გიორგი მინდაძის დედა ნანი წულაია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება