ვლადიმერ პუტინი - რაც უფრო მეტად გააგრძელებენ დასავლეთის ქვეყნები რუსეთის მიმართ იმ პოლიტიკის გატარებას, რასაც ატარებენ, მით უფრო უარესი იქნება მათთვის

დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის მიმართ იმ პოლიტიკის გაგრძელება, რასაც დღემდე ატარებენ, მხოლოდ გააუარესებს სიტუაციას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„რაც უფრო მეტად გააგრძელებენ ისინი (დასავლეთის ქვეყნები) იმ პოლიტიკის გატარებას, რომელსაც აქამდე ატარებენ რუსეთის მიმართ, მით უფრო უარესი იქნება მათთვის“, - განაცხადა პუტინმა.

მან რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ორ ქვეყანას დიდი ხნის განმავლობაში ძალიან კარგი და უნიკალური ურთიერთობები ჰქონდა.

რაც შეეხება ამერიკელებს, ჩვენ ყოველთვის, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, გვქონდა ძალიან კარგი და უნიკალური ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან. ჩვენ მხარს ვუჭერდით მათ სურვილს, მიეღოთ დამოუკიდებლობა დიდი ბრიტანეთისგან. სინამდვილეში, იარაღითაც კი ვამარაგებდით, ფულითაც კი ვეხმარებოდით და ა.შ. შემდეგ, სამოქალაქო ომის დროს ჩრდილოეთს ვუჭერდით მხარს. ყოველთვის ვპოულობდით რაღაცას, რაც ქვეყნებს აერთიანებდა“, - აღნიშნა პუტინმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს