შსს-ში აცხადებენ, რომ რუსთაველის გამზირზე მოქალაქეზე ე.წ. ელექტროშოკით თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთაველის გამზირზე მოქალაქეზე ე.წ. ელექტროშოკით თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც “ინტერპრესნიუსს” უწყებაში განუმარტეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) არის დაწყებული.

ცნობისთვის, აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელეს ინფორმაცია , რომ რუსთაველის გამზირზე მოქალაქეს ე.წ. ელექტროშოკით თავს დაესხნენ.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა