ისრაელის საჰაერო დარტყმებს ღაზაში, სულ მცირე, 38 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა კვირას ღაზაში დარტყმების ტალღა დაიწყეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 38 პალესტინელი დაიღუპა, - ინფორმაციას The Guardian-ი ადგილობრივი საავადმყოფოს წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის თავდასხმების შედეგად 80 ადამიანი დაიღუპა და 304 დაიჭრა.

კვირას გვიან ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა, რომ დარტყმები განახორციელეს ჰუსიტების სამიზნეებზე ჰოდეიდას, რას ისა და სალიფის პორტებში, ასევე იემენში რას კანტიბის ელექტროსადგურზე.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებისთვის ვაშინგტონში გაემგზავრა, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გადაწყვეტილი აქვს უზრუნველყოს ღაზაში დაკავებული მძევლების დაბრუნება და იმ საფრთხის მოხსნა, რასაც ისრაელი „ჰამასს“ უქმნის.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს