უბანი თბილისში, სადაც ყველაფერია მშვიდი და კომფორტული ცხოვრებისთვის

ბოლო 15 წლის განმავლობაში თბილისის არქიტექტურა მნიშვნელოვნად შეიცვალა. საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნის სწრაფმა ზრდამ, ქაოსურ ურბანიზაციას მისცა ბიძგი, რამაც დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში მწვანე ნარგავების ნაკლებობა და ჰაერის ხარისხის გაუარესება გამოიწვია.

აღნიშნული კი მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა თანამედროვე ადამიანისთვის, რომელსაც სურს თავადაც იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე და ბავშვებიც ჯანსაღ გარემოში გაზარდოს, თუმცა ხელმისაწვდომი ჰქონდეს ქალაქისთვის დამახასიათებელი ყველა სერვისი.

ვაკე და ვერა კვლავაც რჩება სტატუსის სიმბოლოდ, მაგრამ ამ უბნებში ცხოვრებას თავისი გამოწვევებიც ახლავს: გადატვირთული ქუჩები, ხმაური, პარკინგის ადგილების სიმცირე, მწვანე სივრცეების ნაკლებობა და ძველი ინფრასტრუქტურა. ქალაქის ბევრი მაცხოვრებლისთვის აღნიშნული მიზეზები საკმარისია იმისათვის, რომ საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოს.

უბნის შერჩევისას ახალი თაობის პრიოიტეტები უკვე მკაფიოდ გამოიკვეთა - სიწყნარე, ორგანიზებული ინფრასტრუქტურა და ცხოვრების მაღალი ხარისხი. ტენდენცია აჩვენებს, რომ ახალი მობინადრეები ირჩევენ საცხოვრებელ უბნებს ქალაქის ცენტრთან ახლოს, თუმცა გამწვანებით, განვითარებული და კომფორტული ინფრასტრუქტურითა და ყველა საჭირო სერვისითა და პროდუქტით. დიღომი და კონკრეტულად დიღომი 8-ს ტერიტორია ამ მხრივ უკონკურენტოდ იქცა. დიღომი 8-ს ერთგვაროვანი ურბანული განაშენიანება, რაც საერთო არქიტექტურულ კონტექსტს ქმნის, დიდი სავაჭრო ცენტრი - “თბილისი მოლი”, საჯარო და კერძო სკოლები, ბაღები თუ სპორტული მოედნები უბანს მიმზიდველ საცხოვრებელ ლოკაციად აქცევს.

დიღომი 8-ში საცხოვრებელი სახლის შეძენის მსურველთა რაოდენობა ბოლო წლებში 30%-ით გაიზარდა, ახალ პროექტებზე ყველაზე მაღალი მოთხოვნა სწორედ ამ უბანშია.

დღეს თბილისის ელიტარულ უბანში ცხოვრება არ ნიშნავს ხმაურსა და ქაოსს, არამედ ეს არის სიწყნარე, სივრცე, გამწვანება და განვითარების პერსპექტივა.

ისეთი უბნები, როგორიც არის დიღომი 8 თბილისში ცხოვრების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს და სრულიად ცვლის უძრავ ქონებაზე მოთხოვნას.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის