BTU-სა და Oxford-ის უნივერსიტეტის Fintech & Legaltech Society-ს შორის პარტნიორობის შესახებ შეთანხმება შედგა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და Oxford-ის უნივერსიტეტის Fintech & Legaltech Society-ს შორის პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. ოქსფორდის უნივერსიტეტის ფინტექისა და ლიგალტექის საზოგადოება - OFLS ფოკუსირებულია ფინანსური და იურიდიული ტექნოლოგიების გარშემო ცნობიერების ამაღლებაზე, ახალი პროდუქტების შექმნასა და განვითარებაზე, გლობალურ დონეზე არსებული ტენდენციების შემუშავებასა და გამოყენების მხარდაჭერაზე.

მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია ბტუ-ისა და OFLS-ის მიერ ლიგალტექისა და ფინტექის მიმართულებით ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების მოწყობა, წევრების მიერ ერთობლივი პუბლიკაციების გამოქვეყნება და საჯარო ლექციების ორგანიზება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.

Oxford Fintech & Legaltech Society დაარსდა 2017 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტის ბაზაზე და მას შემდეგ ჩამოყალიბდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და გავლენიანი პლატფორმა ფინანსური და სამართლის ტექნოლოგიების მიმართულებით. ორგანიზაცია აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნიდან უნივერსიტეტების, ინდუსტრიის ლიდერების, სტარტაპების წარმომადგენლებსა და სტუდენტებს.

OFLS ხელს უწყობს ინოვაციური იდეების განვითარებას ისეთ თანამედროვე ტექნოლოგიურ მიმართულებებში, როგორიცაა ბლოკჩეინი, კრიპტოვალუტა, ხელოვნური ინტელექტი სამართალში, სმარტ-კონტრაქტები, რეგტექი და სხვა. მისი წევრები იღებენ წვდომას კვლევით პროექტებზე, პრაქტიკულ სემინარებსა და ვორქშოპებზე, ასევე პანელურ დისკუსიებზე, რომლებიც ტარდება როგორც ოქსფორდში, ისე ონლაინ ფორმატში.

გარდა ამისა, Oxford University Fintech & Legaltech Society აქტიურად თანამშრომლობს წამყვან უნივერსიტეტებთან და მსხვილ იურიდიულ თუ ფინანსურ ტექნოლოგიურ კომპანიებთან, რაც მის წევრებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობებს ცოდნის გაღრმავებისთვის, პროფესიული კავშირების დამყარებისა და კარიერული განვითარების თვალსაზრისით.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისთვის წევრობა ოქსფორდის უნივერსიტეტის ფინტექისა და ლიგალტექის საზოგადოება - OFLS-ში ქმნის ახალ შესაძლებლობებს კვლევისა და საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით, რაც სტუდენტებსა და აკადემიურ გუნდს საშუალებას აძლევს, ჩაერთონ წამყვან საერთაშორისო ღონისძიებებში, განავითარონ აკადემიური და პრაქტიკული უნარები და დაამყარონ კავშირები მსოფლიო ტექნოლოგიურ და ფინანსურ ცენტრებთან.

(R)

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში