ანა წითლიძე - „ლელოს“ გადაწყვეტილება არის ღალატი პოლიტიკური პატიმრების, თითოეული მოქალაქის და ღალატი ყველა იმ ოპოზიციური პარტიის და სამოქალაქო ჯგუფის, რომელიც იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ

„ლელოს“ ეს გადაწყვეტილება არის ღალატი პოლიტიკური პატიმრების, საქართველოს თითოეული მოქალაქის და ღალატი ყველა იმ ოპოზიციური პარტიის და სამოქალაქო ჯგუფის, რომელიც იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ოცნებასთან“ „რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღებისთვის „ლელოს” აუცილებლად მოუწევს პოლიტიკური ფასის გადახდა“.

„კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ „ლელოს” ეს გადაწყვეტილება არის იმ ბრძოლის ღალატი, რა ბრძოლაშიც საქართველოს მოქალაქეები არიან რეჟიმის წინააღმდეგ. ეს არის ღალატი პოლიტიკური პატიმრების, საქართველოს თითოეული მოქალაქის და ღალატი ყველა იმ ოპოზიციური პარტიის და სამოქალაქო ჯგუფის, რომელიც იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ. “ლელომ” უნდა იცოდეს, რომ მისი მხრიდან ამ გზის არჩევა, რასაც ჰქვია “ოცნებასთან” კოალიციის შექმნა და ამ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა არის ის, რის საფასურსაც გადაიხდის როგორც საკუთარ ამომრჩეველში, ისე პოლიტიკურ წრეებში. ეს ეტყობა კიდეც იმ პროცესებს, რაც მიმდინარეობს „ლელოში”, სადაც ადამიანები ძალიან ღირსეულად ტოვებენ პოსტებს “ლელოს” იმ გადაწყვეტილების გამო, რაც მათ მიიღეს,” - განაცხადა ანა წითლიძემ.

ცნობისთვის, „ლელო-ძლიერი საქართველო“ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. როგორც „ლელო- ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ 5 ივლისს ბრიფინგზე განაცხადა, „ძლიერი საქართველო“ ოფიციალურად და დეკლარირებულად იწყებს ბრძოლას საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, თითოეული ადამიანის უფლებებისთვის, თითოეული ახალგაზრდის მომავლისთვის და თითოეული ხანდაზმულის კეთილდღეობისთვის. ამ გადაწყვეტილების შემდეგ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭო დატოვეს საბა ბუაძემ, დეა მეტრეველმა, ანა ნაცვლიშვილმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს