ჩინეთის საგარეო უწყება დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ ტარიფებზე - BRICS-ი არცერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული - სავაჭრო და სატარიფო ომებს გამარჯვებულები არ ჰყავთ

ჩინეთი ტარიფების სხვების იძულების ინსტრუმენტად გამოყენების წინააღმდეგია, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მაო ნინმა განაცხადა.

მისი თქმით, ტარიფების გამოყენება არავის ემსახურება.

„ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებით ჩინეთმა არაერთხელ განაცხადა თავისი პოზიცია, რომ სავაჭრო და სატარიფო ომებს გამარჯვებულები არ ჰყავთ და პროტექციონიზმი წინსვლის გზას არ გვთავაზობს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

მისი თქმით, BRICS-ს არავისთან კონფრონტაცია არ სურს.

„ის ღიაობას, ინკლუზიურობას და ორმხრივად მომგებიან თანამშრომლობას უჭერს მხარს. არ ერევა ბანაკის დაპირისპირებაში და არცერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული“, - აღნიშნა მაო ნინმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ დამატებით, 10%-იან ტარიფს დაუწესებს ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც BRICS-ის ანტიამერიკულ პოლიტიკას უჭერს მხარს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს