პროკრედიტ ბანკის რეგიონული ბიზნეს შეხვედრები გრძელდება, 10 ივლისს ღონისძიებას ზუგდიდი უმასპინძლებს

რეგიონული ბიზნეს შეხვედრების სერიის ფარგლებში, პროკრედიტ ბანკი აგრძელებს ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერას ცოდნის და გამოცდილების გაზიარებით. მორიგი შეხვედრა, 10 ივლისს ზუგდიდში გაიმართება და აგრო მეწარმეობისა და ადგილობრივი პროდუქციის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. შეხვედრის მთავარი მიზანია ადგილობრივი მეწარმეებისთვის პლატფორმის შექმნა, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა ისაუბრონ აქტუალურ თემებზე, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და აღმოაჩინონ ახალი იდეები ბიზნესის გასაფართოებლად.

ღონისძიების თემატიკა მოიცავს:

  • მეწარმეობისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას;
  • აგრო მეწარმეების გამოწვევებსა და სტრატეგიებს;
  • ტექნოლოგიურ ინოვაციებს სოფლის მეურნეობაში;

დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები, ექსპერტები, აგრონომები, ფინანსური კონსულტანტები და წარმატებული მეწარმეები. შეხვედრების სერია ბათუმიდან დაიწყო და წლის ბოლომდე საქართველოს სხვა დიდ ქალაქებსაც დაფარავს. რეგიონული ბიზნეს შეხვედრების მიზანი ადგილობრივი ბიზნესების გაძლიერებაა, რომელიც ბანკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

თარიღი: 10 ივლისი, 16:00 სთ ლოკაცია: სასტუმრო ლეთო დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია

პროკრედიტი საქართველოში 26 წელზე მეტია ოპერირებს და ბანკის ძირითადი მიმართულება მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების ხელშეწყობაა, დაფინანსების სპეციალური პროგრამების შეთავაზებითა და პროფესიონალური ბიზნეს კონსულტაციის გაწევით. Fitch Ratings-ის მიერ ბანკს მინიჭებული აქვს საუკეთესო და ყველაზე მაღალი შესაძლო საკრედიტო რეიტინგი საქართველოში “BB+”.

პროკრედიტ ბანკი საქართველო, საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელსაც სათავეში უდგას გერმანული პროკრედიტ ჰოლდინგი - 100%-იანი წილის მფლობელი.

(R)

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია