ლევან ხაბეიშვილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე - ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია - რუსული ხელისუფლება აბსოლუტურ სიგიჟეებს ჰყვება, თითქოს ჯიბეში წერილი ჩაიდო, არავინ დამნაშავე არაა, მადლობა მკვლელებს

რუსული ხელისუფლება აბსოლუტურ სიგიჟეებს ჰყვება, თითქოს ჯიბეში წერილი ჩაიდო, არავინ დამნაშავე არაა, მადლობა მკვლელებს, - ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს.

ხაბეიშვილის შეფასებით, თორნიკე რიჟვაძე თვითმკვლელობამდე მიიყვანეს თუ ესროლეს, „ნებისმიერ შემთხვევაში მას კლავენ“.

„პირველ რიგში, თორნიკე რიჟვაძეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილი გადასულია ადამიანების მკვლელობაზე.

წარმოიდგინეთ ნებისმიერი ვერსია, მათ შორის ადამიანი რა ზომამდე უნდა მიიყვანო, რომ თვითმკვლელობა სცადოს. მეორე, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია - ადამიანი მისი ძმაკაცის სახლში წავიდა, იარაღი იპოვა, წერილი დაწერა. უკაცრავად, მაგრამ რუსული ხელისუფლება აბსოლუტურ სიგიჟეებს ჰყვება, თითქოს ჯიბეში წერილი ჩაიდო, არავინ დამნაშავე არაა, მადლობა მკვლელებს...

ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ხმა ამოიღოთ, თორემ ეს ადამიანი მოგადგებათ ყველას სახლში, ოჯახებში, დაგიწიოკებთ შვილებს და ამაზე მეტი რაღა უნდა მოხდეს? გადასულია ადამიანების მკვლელობაზე, “ზარალა” ციხეში გაუშვა, ადამიანი თვითმკვლელობამდე მიიყვანა ან ესროლეს. ნებისმიერ შემთხვევაში მას კლავენ და ღმერთმა ამ ადამიანს ჯანმრთელობა მისცეს, რომ უფრო ბევრი რამ გავიგოთ და ამ ამბავში სიცხადე შეიტანოს”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს დილით, საგარეჯოს “ჯეოჰოსპიტალსში“, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე შეიყვანეს, რომელსაც გულ-მკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. უწყების ინფორმაციით, რიჟვაძეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. ექიმების განმარტებით, რიჟვაძეს დაზიანებული აქვს ფილტვი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. რიჟვაძე საგარეჯოდან თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს