მიხეილ სააკაშვილი - რაღაც მკარნახობს, რომ რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს, როგორც თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა

თორნიკე რიჟვაძის მიმართ ვერანაირ თანაგრძნობას ვერ ვგრძნობ - რაღაც მკარნახობს, რომ რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს, როგორც თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, „რიჟვაძის მსგავსმა მანქურთებმა გადაჭამეს ქვეყანა“.

„შევარდნაძის დროს ხელისუფლება თვალს ხუჭავდა კრიმინალზე და ხშირად ხელს უწყობდა მას.

ჩემ დროს კრიმინალი მთლიანად ამოვძირკვეთ, ახლა კი კრიმინალი პირდაპირ ხელისუფლებაშია მოსული.

რაც შეეხება რიჟვაძეს, მის მიმართ ვერანაირ თანაგრძნობას ვერ ვგრძნობ. თავის დროზე ახალი ბათუმი და აჭარა ავაშენეთ იმის ხარჯზე, რომ ფულს ხალხს ვახმარდით და რიჟვაძემ კი აჭარლებს მოჰპარა 200 მილიონი დოლარი (სწორედ ამდენის მიტანას ითხოვს ივანიშვილი). რიჟვაძის მსგავსმა მანქურთებმა გადაჭამეს ქვეყანა, მაშინ როცა არც მე და არც ლევან ვარშალომიძეს არცერთი ბიზნესი არ გვაქვს.

რაც შეეხება ფაქტებს, რაღაც მკარნახობს, რომ რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს, როგორც თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა.

თითოეული ქართველის თავზე წამოსკუპებული მაფია არა მხოლოდ ძარცვავს და იჭერს, არამედ სულ უფრო ხშირად კლავს.

ასე გაგრძელდება მანამ სანამ ხელს არ შევუბრუნებთ“,- წერს სააკაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს