გიორგი რამიშვილი - ძალიან ვნანობ, რომ შეცდომა მოხდა, ეს არ იყო გამიზნული და შეიძლება ნებისმიერ ადამიანს მოსვლოდა, რომ მცოდნოდა, არც წამოვიღებდი ჩემოდანს, ვერ შევამჩნიე, პატარა იარაღია - ეს იქნება ჩემთვის დიდი მაგალითი მომავალში

ძალიან ვნანობ, რომ ეს შეცდომა მოხდა, ეს არ იყო გამიზნული და შეიძლება ნებისმიერ ადამიანს მოსვლოდა, - ამის შესახებ „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „სილქნეტის“ დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა, გიორგი რამიშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

ბრალდებულის თქმით, ეს უნებლიე შემთხვევა იყო და დანაშაულის ჩადენის განზრახვა არ ჰქონია.

“მინდა, მკაფიოდ აღვნიშნო, რომ ეს შეიძლება ნებისმიერ ადამიანს მოსვლოდა, რომ მცოდნოდა, არც წამოვიღებდი ჩემოდანს. ვერ შევამჩნიე, პატარა იარაღია. ეს იყო შეცდომა და პირიქით, ვითანამშრომლე გამოძიებასთან.

ამით არ ვამაყობ, მაგრამ ასეთი სახის შეცდომები არ შეიძლება გაყვანილი იყოს იმ რანგში, რომ ეს არის იარაღის ტარება და უნდა დაისაჯოს 4-დან 7 წლამდე. ძალიან ვნანობ, ძალიან ცუდი ფაქტია და ეს იქნება ჩემთვის დიდი მაგალითი მომავალში”, - განაცხადა გიორგი რამიშვილმა.

ცნობისთვის, ბიზნესმენი, „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „სილქნეტის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი 6 ივლისს, აეროპორტში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, რამიშვილის ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს. გამოძიების თანახმად, დადგინდა, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებულია მის სახელზე, თუმცა ტარების უფლება არ ჰქონდა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარედგინა, რაც 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს