გია ხუხაშვილი - თორნიკე რიჟვაძის წერილი არის საბრალდებო დასკვნა ხელისუფლებისთვის - ფაქტობრივად, ადასტურებს, რომ ხელისუფლება მასთან აწარმოებდა კრიმინალურ გარჩევას

თორნიკე რიჟვაძის წერილი ადასტურებს, რომ ხელისუფლება მასთან აწარმოებდა კრიმინალურ გარჩევას, ანუ კანონს მიღმა გარჩევას, რასაც ასეთი ტრაგიკული შედეგი მოჰყვა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

ხუხაშვილის თქმით, ხელისუფლებისთვის თორნიკე რიჟვაძის წერილი საბრალდებო დასკვნაა.

თორნიკე რიჟვაძის წერილი არის საბრალდებო დასკვნა ხელისუფლებისთვის. ის ამბობს, რომ ხელისუფლება ბრალს სდებს ნარკობიზნესში ყოფნის გამო, კორუფციული გარიგებების გამო და ხელისუფლება რა ფორმით აკეთებდა ამას, ხელისუფლება იცნობს ერთადერთ ფორმას - ბრალის წაყენებასა და გასამართლებას და თუ ეს ხდება არაფორმალურად, ეს უკვე არის კრიმინალური გარჩევა და მეტი არაფერი. ფაქტობრივად, რიჟვაძის წერილი ადასტურებს, რომ ხელისუფლება მასთან აწარმოებდა კრიმინალურ გარჩევას, ანუ კანონს მიღმა გარჩევას, რასაც ასეთი ტრაგიკული შედეგი მოჰყვა”, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ექსპერტმა თორნიკე რიჟვაძის შემთხვევა და ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავება ერთმანეთს დაუკავშირა და აღნიშნა, რომ ორივეს მიმართ გარკვეული ზეწოლა მიმდინარეობს, რაც, მისი აზრით, დიდ ფულს უნდა უკავშირდებოდეს.

“ჩემი ვერსია არის ძალიან მარტივი - ამათ, ყველას, გარკვეულ წრეს ფულს სთხოვენ, თუ არა და პრობლემები ექნებათ. მე ვფიქრობ, რომ გიორგი რამიშვილის საქმეც ამ სისტემური, შიდა შეტევის ნაწილია იმიტომ, რომ აეროპორტში გიორგი რამიშვილის იარაღის უკანონო ტარების საქმეზე დაპატიმრება ძალიან აბსურდული თემაა. ბუნებრივია, ის არ ილაპარაკებს და არ იტყვის, რომ ჩაუდეს. მე ვფიქრობ, რომ ის, უბრალოდ, საზღვარზე არ გაუშვეს და აქედან უნდა ვივარაუდოთ, რომ ისიც ამ “სალაროს შევსების” კომბინაციის ნაწილი გახდა პირდაპირ ან ირიბად. შეიძლება, თვითონ არ არის ამ საქმის ფიგურანტი, მაგრამ მისი წრიდან ვიღაცაზე მიმდინარეობს შეტევა და ის მოჰყვა ამ საქმეში”, - განაცხადა ხუხაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს