პროკურორის განცხადებით, ბიზნესმენ გიორგი რამიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ბრალდების მხარე არ ეთანხმება და სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის საქმის პროკურორის, თორნიკე მახათაძის განცხადებით, არ ეთანხმება მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

პროკურორის განცხადებით, გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.

“როგორც მოგეხსენებათ ბრალდების მხარე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა და შესაბამისი წესით ბრალდების მხარის მიერ პატიმრობის გამოყენება დასაბუთებული იყო. სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია იმ კუთხით, რომ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლები, თუმცა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოიყენა გირაო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბრალდების მხარე, რა თქმა უნდა, არ ეთანხმება და გაასაჩივრებს კანონით დადგენილი წესით სააპელაციო სასამართლოში”, - განაცხადა პროკურორმა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი