დიმიტრი მედვედევი დონალდ ტრამპზე - ამერიკელი კვლავ თავის საყვარელ პოლიტიკურ საქანელაზე ქანაობს - რუსეთმა სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევა უნდა გააგრძელოს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თავის საყვარელ პოლიტიკურ საქანელაზე ქანაობს, - ასე ეხმაურება რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ უკრაინასა და რუსეთთან დაკავშირებით ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს.

„ამერიკელი კვლავ თავის საყვარელ პოლიტიკურ საქანელაზე ქანაობს. „კმაყოფილი ვარ პუტინთან საუბრით“, „იმედგაცრუებული ვარ პუტინთან საუბრით“, „უკრაინას ახალ იარაღს არ მივაწვდით“, „უკრაინას თავდაცვის მიზნით უამრავ იარაღს მივაწვდით“, - წერს მედვედევი „ტელეგრამ“ არხზე.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის ასეთ განცხადებებზე რუსეთის პასუხი უნდა იყოს ე.წ. „სპეციალური სამხედრო“ ოპერაციის გაგრძელება.

„როგორ უნდა მოვიქცეთ ამასთან დაკავშირებით? ისევე, როგორიც ადრე. ისევ ისე, როგორც ჩვენი მეომრები იქცევიან. ისევ ისე, როგორც ამას უმაღლესი მთავარსარდალი აკეთებს. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებით მიღწევის გაგრძელება, ჩვენი მიწის დაბრუნება და გამარჯვებაზე მუშაობა“, - აცხადებს მედვედევი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს