„საქართველოს ბანკის“ ორგანიზებით, AI-ის ბიზნესში გამოყენებაზე კიდევ ერთი ვორკშოპი გაიმართება

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესისთვის პრაქტიკული და სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. პლატფორმა ბიზნეს 360° ფარგლებში, 9 ივლისს, 17:00 საათზე, ბანკი კვლავ უმასპინძლებს ვორკშოპს თემაზე - „AI-ის გამოყენება ბიზნესში“.

ვორკშოპს გაუძღვება ტატა მომცემლიძე, Cluster Product Owner საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტში. მას AI-ზე დაფუძნებული ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციასა და ავტომატიზაციაში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში ამ თემაზე ჩატარებულ ვორკშოპზე - 200-ზე მეტი ბიზნესის წარმომადგენელი დარეგისტრირდა.

რატომ უნდა დაესწროთ ვორკშოპს?

  • გაეცნობით, როგორ გამოიყენოთ AI მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად;
  • ისწავლით ხელოვნური ინტელექტის ეფექტურად დანერგვას მცირე და საშუალო ბიზნესში;
  • გაიგებთ, როგორ ვითარდებოდა გენერაციული მოდელები და რა განსხვავებაა მათ შორის;
  • იხილავთ მაგალითებს რეალური კომპანიებიდან — როგორ იყენებენ AI-ს ოპერაციული ამოცანების გამარტივებისთვის;
  • შეისწავლით პრაქტიკულ ინსტრუმენტებსა და მეთოდებს;
  • გაიღრმავებთ ცოდნას მონაცემთა დაცვისა და სისტემის უსაფრთხოების მიმართულებით.

ღონისძიება ინტერაქციულ ფორმატში ჩატარდება, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, ჩაერთონ დისკუსიაში, სპიკერსდაუსვან კითხვები და განიხილონ კონკრეტული ბიზნეს საჭიროებები.

ღონისძიება საქართველოს ბანკის ინოვაციურ სივრცეში, 4B ფილიალში, ალ. ყაზბეგის N15, 9 ივლისს, 17:00 – 19:00 საათზე ჩატარდება

ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.

ღონისძიება საქართველოს ბანკის ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილიაინიციატივა, რომელიც აერთიანებს საგანმანათლებლო ღონისძიებებს, პრაქტიკულ რესურსებსა და სხვა მრავალ აქტივობას, რაც ბიზნესს ზრდასა და განვითარებაში ეხმარება.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს