დააზღვიე ავტომობილი „ალდაგში“ და შეინარჩუნე სიმშვიდე

სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ ავტოდაზღვევის ზაფხულის კამპანია დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლები, რომლებიც 31 აგვისტოს ჩათვლით ავტომობილს ალდაგში დააზღვევენ, განსაკუთრებული შეთავაზებებით ისარგებლებენ,- ამის შესახებ ინფორმაციას „ალდაგი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ავტოდაზღვევას მძღოლისთვის მნიშვნელოვანი საჩუქრები მოჰყვება, მათ შორის ვაუჩერები და ფასდაკლება „თეგეტა მოტორსის“ პროდუქციასა და სერვისებზე, 30%-იანი ფასდაკლება ამბოლის სრულ პროდუქციაზე და დამატებითი უპირატესობები, რომელიც შექმნილია კომფორტისთვის და მძღოლებს საკუთარ მანქანაზე ზრუნვის შესაძლებლობას მისცემს.

„ზაფხული დაზღვევისთვის ყველაზე აქტიური პერიოდია. ავტო დაზღვევა, მძღოლებს ისეთი მნიშვნელოვანი საფიქრალისგან ათავისუფლებს, როგორიცაა ავტომობილთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი ხარჯები, შესაბამისად, ყოველთვის ვცდილობთ, მომხმარებლებს ავტო დაზღვევის მოქნილ პირობებთან ერთად, ისეთი საჩუქრები შევთავაზობთ, რომელიც მათ მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს“, - აცხადებენ „ალდაგში“.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ალდაგის“ ავტოდაზღვევა ფარავს ყველა შესაძლო რისკს, რაც შეიძლება მანქანის ფლობას ახლდეს: ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, სტიქია (სეტყვა, მიწისძვრა), ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და ა.შ.

„ალდაგის“ ავტო დაზღვევას მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევაც მოყვება, რომელიც მძღოლს გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან დაიცავს იმ შემთხვევაშიც, კი, თუ ის სხვის მანქანას დააზიანებს, რაც ნიშნავს, რომ მესამე პირის ავტომობილის აღდგენის ხარჯებსაც ალდაგი უზრუნველყოფს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს