გია ვოლსკი ჟურნალისტებს - ისე სვამთ შეკითხვას, თითქოს, ფაქტია, რომ ეს თორნიკე რიჟვაძის დაწერილი წერილია - ეგ არავინ არ იცის ვინ რა წერილი დაწერა, მე არც არაფერს უარვყოფ, არც არაფერს ვამტკიცებ

ისე სვამთ შეკითხვას, თითქოს, ფაქტია, რომ ეს მისი [თორნიკე რიჟვაძის] დაწერილი წერილია - ეგ არავინ არ იცის ვინ რა წერილი დაწერა. მე არც არაფერს უარვყოფ, არც არაფერს ვამტკიცებ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც აჭარის მთავრობის მეთაურის თორნიკე რიჟვაძის საქმესა და მედიაში გავრცელებულ წერილს გამოეხმაურა.

მისი თქმით, საკმაოდ სერიოზული გამოძიება მიმდინარეობს და უნდა დაველოდოთ.

„თქვენ ისე სვამთ შეკითხვას, თითქოს, ფაქტია, რომ ეს მისი დაწერილი წერილია. მე შემიძლია პოლიტიკური და ადამიანური განცხადება გავაკეთო, რომ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ თორნიკე რიჟვაძეს, რომელსაც კარგად ვიცნობ. ვინ, ვის რა დააბრალა - ამასთან დაკავშირებით პოლიტიკოსებს ნუ ექნებათ გარკვეული პრეტენზია, რომ ჩაერთონ იმისთვის, რომ ვითარება დაძაბონ ან პირიქით - რაღაცა გააუბრალოონ. მიმდინარეობს საკმაოდ სერიოზული გამოძიება და დაველოდოთ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ვოლსკის თქმით, მედია ვალდებულია, თუ კი რამე რეალური ჩაუვარდება ხელში, გამოაქვეყნოს და გამოძიება ვალდებულია, რომ დაადასტუროს არის თუ არა ეს წერილი თორნიკე რიჟვაძის მიერ დაწერილი.

„ეგ არავინ არ იცის ვინ რა წერილი დაწერა. მე არც არაფერს უარვყოფ, არც არაფერს ვამტკიცებ. საერთოდ, პოლიტიკოსის საქმე არ არის, გამოიყენოს ეს ვითარება, უბედურება იმისთვის, რომ დივიდენდი მიიღოს. გამოძიება გვაჩვენებს შედეგებს. იქამდე არ მაქვს კომენტარი გარდა იმისა, რომ თორნიკე რიჟვაძეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და მის ოჯახს ვუსურვებ, რომ გვერდით ჰყავდეთ... მედია ვალდებულია, თუ კი რამე რეალური ჩაუვარდება ხელში, გამოაქვეყნოს და გამოძიება ვალდებულია, რომ დაადასტუროს არის თუ არა ეს წერილი თორნიკეს დაწერილი. თუ მისი დაწერილია, მაშინ გაარკვიოს ვინ რას აბრალებდა და საერთოდ რა მოხდა იქ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

კითხვაზე, აპირებს თუ არა თორნიკე რიჟვაძის მოსანახულებლად მისვლას, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ მოიკითხა და ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძესაც ესაუბრა.

„მოვიკითხე - ველაპარაკე სარჯველაძეს. ბევრმა მოიკითხა, ბევრმა თავისი პოზიცია გამოხატა, ოჯახს ესაუბრა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, გუშინ დილით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. უწყების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. მოგვიანებით რიჟვაძე საგარეჯოდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანია დაკავებული.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ