„პროკრედიტ ბანკმა“, მომენტალური გადარიცხვების სისტემის დასანერგად, თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი - სულ მალე, მომხმარებლები სალარე და სავალუტო გადარიცხვების შესრულებას 24/7-ზე შეძლებენ

„პროკრედიტ ბანკმა“, საქართველოს ბანკთან და სხვა პარტნიორ ბანკებთან ერთად, მომენტალური გადარიცხვების ახალი სისტემის დანერგვის თაობაზე, თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. პროექტი საქართველოს ბანკის ინიციატივით დაიწყო, და მალე გახდება ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის, პროკრედიტ ბანკის, ბაზისბანკისა და კრედო ბანკის მომხმარებელებისთვის.

„პროკრედიტ ბანკი“ საცალო მიმართულებით კიდევ უფრო მეტად ავითარებს სერვისებს და ნერგავს იმ სიახლეებს, რაც საბანკო სერვისების მიღებას კიდევ უფრო მარტივს ხდის. ეს ინოვაციური სისტემა მომხმარებლებს საშუალებას მისცემს შეუზღუდავი სიხშირით, მხოლოდ მობილურის ნომრით გადარიცხონ თანხა ნებისმიერი მიმღების ანგარიშზე. გადარიცხვების განხორციელება დღე-ღამის ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი და თანხა მიმღების ანგარიშზე მომენტალურად აისახება. მომხმარებელი თანხის ნებისმიერი მიღების ანგარიშზე ჩარიცხვას როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში შეძლებს (ევრო, დოლარი).

„ეს სიახლე დიდ გავლენას მოახდენს საბანკო სერვისების ხელმისაწვდომობისა და მომხმარებლების პოზიტიურ გამოცდილებაზე. ჩვენთვის ინოვაციური, ციფრული სერვისების განვითარება მნიშვნელოვანია, ამიტომ მივესალმებით სხვა ბანკების ჩართულობასაც ამ პროცესში,“ - აღნიშნა „პროკრედიტ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ალექს მატუამ.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს