ემანუელ მაკრონი ბრიტანეთის პარლამენტში - ყოველ ჯერზე, როდესაც პუტინის რუსეთი წინ მიიწევს უკრაინაში, საფრთხე ჩვენ, ყველას გვიახლოვდება - ევროპელები არასდროს მიატოვებენ უკრაინას, არასდროს!

ევროპელები არასდროს მიატოვებენ უკრაინას, არასდროს! - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერიც ესწრებოდა.

მან ბრიტანეთის მხარდაჭერის როლზე და ევროპისთვის რუსეთის საფრთხეზე ისაუბრა.

“მინდა, თქვენი ქვეყანა შევაქო. პირველივე დღიდან, და პირველ დღემდეც კი, თქვენ უკრაინის უახლოესი მოკავშირე იყავით. [უკრაინულ] ჯარს წვრთნიდით, პირველ დღეს იყავით აქ პრეზიდენტ ზელენსკისა და მისი მთავრობის დასაცავად, და საშუალება მიეცით [უკრაინულ] ძალებს უბრალოდ წინააღმდეგობა გაეწიათ. ასევე, როგორც დეკადების წინ ჩემს ქვეყანასთან მიმართებით მოიქეცით.

და ბოლო წლების განმავლობაში ერთად ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რათა გვერდში დავუდგეთ უკრაინელ ხალხს, რათა უბრალოდ წინააღმდეგობის გაწევაში დავეხმაროთ. მართლები ვიყავით და მართლები ვართ.

და ყოველ ჯერზე, როდესაც ვლადიმირ პუტინის რუსეთი წინ მიიწევს უკრაინაში - საფრთხე ჩვენ ყველას გვიახლოვდება. არასდროს არ მივიღებთ თეორიებს, რომ “სიმართლე ძალაშია”. და მინდა ცხადად ვთქვა - სწორედ ამიტომ თქვენთან ერთად, ბატონო პრემიერ-მინისტრო, გადავწყვიტეთ “მსურველთა კოალიციის” შექმნა. და ეს კოალიცია სიგნალისთვის იყო, რომ ევროპელები არასდროს მიატოვებენ უკრაინას. არასდროს!”, - განაცხადა მაკრონმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს