ირაკლი კუპრაძე - ჩვენს სამ თანამებრძოლს, “ლელოს“ ლიდერებს მოუწყვეს ჩასაფრება და გადაიყვანეს ნარკოლოგიურში

ჩვენს სამ თანამებრძოლს (ლელოს ლიდერებს) მოუწყვეს ჩასაფრება და გადაიყვანეს ნარკოლოგიურში, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე „ფეისბუქზე“ წერს.

მისი ინფორმაციით, ნარკოლოგიურში გადაიყვანეს გენერალური მდივნის მოადგილე, ოთო ფარულავა; კოალიციის კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ლევან ჯორბენაძე და ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი, ბექა ბერიძიშვილი.

კუპრაძე დასძენს, რომ შემთხვევა მოხდა „ერთდროულად ქალაქის სხვადასხვა ადგილას, სახლებთან, დიდ დიღომში, საბურთალოზე და ჩუღურეთში”.

„ვცდილობთ, ვიპოვოთ და გავიდეთ კავშირზე. ბექა ჯერ სახლთან ჰყავთ გაჩერებული, ადვოკატები და თანაგუნდელები გზაში არიან”, - წერს კუპრაძე.

მანამდე, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნარკოშემოწმებაზე გადაჰყავთ აქტივისტი ბექა პაპაშვილიც.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის