დონალდ ტრამპი - პუტინი ბევრ სისულელეს გვეუბნება და ყოველთვის ძალიან თავაზიანია, მაგრამ უაზრობა გამოდის ხოლმე - ძალიან მკაცრი სანქციებია და განვიხილავ

პუტინი ბევრ სისულელეს გვეუბნება, ის ყოველთვის ძალიან თავაზიანია, მაგრამ უაზრობა გამოდის ხოლმე, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კაბინეტის სხდომაზე მედიასთან საუბრის დროს განაცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ბევრ ადამიანს კლავს, რომელთაგან ბევრი მისი ჯარისკაცია.

მან ისაუბრა უკრაინის მიმართ აშშ-ისა და ამერიკის სამხედრო დახმარებაზე და განაცხადა, რომ უკრაინელები ძალიან მამაცები იყვნენ და მამაცად იბრძვიან.

“ავღანეთში ის ვითარება [აშშ-ის ჯარების გასვლა] რომ არ გვქონოდა, არა მგონია, რომ პუტინი [უკრაინაში] შესულიყო. ვფიქრობ, პუტინმა დაინახა რამდენად უტვინო და არაკომპეტენტური იყო ის ოპერაცია და თქვა: “ვაუ, ეს შეიძლება შანსი იყოს”.

და ახლა მაგასთან [პუტინთან] გავქვს საქმე. ბედნიერები არ ვართ პუტინით, ბედნიერი არ ვარ პუტინით. ამდენის თქვა შემიძლია თქვენთვის ახლა, ვინაიდან, ის ბევრ ადამიანს კლავს. და ბევრი მათგანი მისი ჯარისკაცებია, მისი და მათი ჯარისკაცები ძირითადად. და ახლა ეს 7 ათასია კვირაში. ბედნიერი არ ვარ პუტინით…

მათით [რუსეთით] ძალიან უკმაყოფილო ვარ. მიზეზი არ აქვს ამას [ომს]. უფრო რთული აღმოჩნდა [ომი]...ვიტყვი, რომ უკრაინელები მამაცები იყვნენ, მაგრამ მათ საუკეთესო აღჭურვილობა გადავეცით…

სავარაუდოდ, ძალიან სწრაფი ომი იქნებოდა, 3-4 დღიანი ომი იქნებოდა, მაგრამ დაუჯერებელი აღჭურვილობა ჰქონდათ [უკრაინელებს] და ევროპამაც გადასცა მათ. ჩვენ გაცილებით მეტი გადავეცით… უნდა გათანაბრებულიყვნენ [ევროპა], ერთი რაოდენობა უნდა მიგვეცა ან საერთოდ ევროპაზე ნაკლები უნდა მიგვეცა, ვინაიდან ევროპაზე უფრო მეტი გავლენა აქვს ამას, ვიდრე ჩვენზე… მაგრამ მაინც, ევროპამ ბევრი გადასცა.

და იმას ვიტყვი, რომ მიუხედავად იმისა უსამართლოდ მიგაჩნია თუ არა ამდენი ფულის გადაცემა, უკრაინელები ძალიან მამაცები იყვნენ… ასე რომ, მათ ძალიან მამაცად იბრძოლეს”, - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ეს ომის არასდროს არ უნდა დაწყვებულიყო, რის შემდეგაც მალევე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის კრიტიკაზე გადავიდა.

“ეს ომია, რომელიც არასდროს არ უნდა მომხდარიყო, ბევრი ადამიანი კვდება და ეს უნდა დასრულდეს. არ ვიცი. პუტინი ბევრ სისულელეს გვეუბნება, სიმართლე თუ გინდათ, რომ იცოდეთ. ის ყოველთვის ძალიან თავაზიანია, მაგრამ უაზრობა გამოდის ხოლმე,” - განაცხადა ტრამპმა.

რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო სანქციებთან, კერძოდ გრემისა და ბლუმენთალის სასანქციო კანონპროექტთან, დაკავშირებით ტრამპმა უპასუხა: “ძალიან მკაცრი სანქციებია. კი, განვიხილავ ამას”.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო