ირაკლი კობახიძე - თორნიკე რიჟვაძეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მადლობა ღმერთს, მიმდინარეობს გამოჯანმრთელების პროცესი - უნდა იყოს გამოძიებული ყველაფერი, ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა, მათ შორის წერილის

მიხარია, რომ კარგი მიმართულებით ვითარდება გამოჯანმრთელების პროცესი, მადლობა ღმერთს, რომ მიმდინარეობს გამოჯანმრთელების პროცესი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში განაცხადა, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე არის მოთავსებული.

კობახიძის თქმით, ის დაინტერესებულია ყველა დეტალით და ამ საქმესთან დაკავშირებით, მისი მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამოხატული.

თორნიკე რიჟვაძეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. მიხარია, რომ კარგი მიმართულებით ვითარდება გამოჯანმრთელების პროცესი. რა თქმა უნდა, მე ვერ გეტყვით დეტალებს, მაგრამ ინფორმაცია მივიღეთ, ბუნებრივია, ექიმებისგან და დინამიკა არის დადებითი და ეს ძალიან გვიხარია. მადლობა ღმერთს, რომ მიმდინარეობს გამოჯანმრთელების პროცესი.

მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება დაიწყო მყისიერად და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დეტალის დადგენა, რაც შეიძლება ამ ფაქტს უკავშირდებოდეს, დანარჩენს, ბუნებრივია, გამოძიება იტყვის.

მე ყველაფრით დავინტერესდი და, რაც მთავარია, გამოძიება უნდა დაინტერესდეს ყველაფრით, რა იყო მიზეზი. თქვენ იცით, კონკრეტული მუხლით არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე და შესაბამისად უნდა იყოს გამოძიებული ყველაფერი, ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა, მათ შორის, წერილის დეტალებსაც აქვს მნიშვნელობა და, ზოგადად, ყველა გარემოებას, ყველაფერი უნდა იყოს დეტალურად შესწავლილი.

თავისი შინაარსით, ეს არის ისეთი საქმე, რასთან დაკავშირებითაც, ბუნებრივია, განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამოხატული, მათ შორის, ჩემი მხრიდანაც და არა მარტო ჩემი მხრიდან, ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს