ტობიას კრემერი - „დემოკრატიული უკუსვლის“ განმარტებას თუ ეძებთ, შეგიძლიათ ლექსიკონი დაივიწყოთ და უბრალოდ შეხედოთ, რას უკეთებს „ქართული ოცნება“ თავის მოსახლეობას - ეს პირდაპირი გამოწვევაა ევროპისთვის და ნამდვილი კოშმარია ქართველი ხალხისთვის

“დემოკრატიული უკუსვლის” განმარტებას თუ ეძებთ, შეგიძლიათ ლექსიკონი დაივიწყოთ, შეგიძლიათ, უბრალოდ შეხედოთ, რას უკეთებს “ქართული ოცნება” თავის მოსახლეობას ბოლო რამდენიმე წელი, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა ევროპარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, არც ისე დიდი ხნის წინ საქართველო კავკასიაში იმედის შუქურა იყო, მაგრამ დღეს „რასაც ვხედავთ არის უცხოური აგენტების კანონები, გაყალბებული არჩევნები და მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკი დარბევები“.

"“ქართული ოცნება" დაშინების, დეზინფორმაციისა და მანიპულაციის რუსულ სახელმძღვანელოს სიტყვა-სიტყვით იყენებს. მოდით, სრულიად ცხადები ვიყოთ - ეს არა შორეული ან აბსტრაქტული პრობლემაა, არამედ პირდაპირი გამოწვევაა თავად ევროპისთვის და ნამდვილი კოშმარია ქართველი ხალხისთვის. დაპატიმრებული ჟურნალისტებისთვის, ქუჩაში ნაცემი ოპოზიციონერებისთვის, მაგრამ განსაკუთრებით მილიონობით ჩვეულებრივი ქართველისთვის - სტუდენტებისთვის, მედდებისთვის, ფერმერებისთვის, მუშებისთვის, მასწავლებლებისთვის - საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტისთვის, რომელთაც მაინც სურთ ევროპული მომავალი; რომლებსაც მაინც სწამთ თავიანთი თავისუფლების და რომლებიც მაინც უწევენ წინააღმდეგობას თავიანთ ხელისუფლებას და 200-ზე მეტი დღის შემდეგ მაინც აპროტესტებენ”, - განაცხადა ტობიას კრემერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს