კშიშტოფ ბრეიზა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილზე - მსურს, ამ ქალს არდადეგების იტალიაში გატარების პრივილეგია არ ჰქონდეს, პრორუსული რეჟიმის ყველა ოფიციალურ პირს აეკრძალოს ევროკავშირში შესვლა

მსურს, ამ ქალს [მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი] არდადეგების იტალიაში გატარების პრივილეგია არ ჰქონდეს, მსურს, რომ პრორუსული რეჟიმის ყველა ოფიციალურ პირს აეკრძალოს ევროკავშირში შესვლა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა კშიშტოფ ბრეიზამ განაცხადა.

მისი თქმით, მკაცრი სანქციებია საჭირო მათ „მოსაშორებლად, ვინც საქართველოს რუსიფიკაციას“ ახდენს.

ამასთან, ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ ვიქტორ ორბანისა და “ალტერნატივა გერმანიისთვის” წარმომადგენლებს სურთ, რომ საქართველო იყოს მიტოვებული და მათ მიმართა: “თქვენ კრემლსა და პუტინზე მუშაობთ”.

“გასულ თვეს მისიით ვიყავი საქართველოში და არ შეიძლება რუსულ ჩარევაზე ლაპარაკობდეთ, ეს რუსული სისტემის, რუსული რეჟიმის კოპირებაა. როდესაც ვიქტორ ორბანისა და “ალტერნატივა გერმანიისთვის” ხმები მესმის, რომლებიც აქ ლაპარაკობენ, რომლებსაც პუტინის მხარდაჭერა აქვთ და რომლებსაც სურთ, რომ ახალგაზრდა ქართველები მარტოდ იყვნენ მიტოვებულები რუსეთისთვის გადასაცემად, ნათლად უნდა ითქვას: “თქვენ კრემლსა და პუტინზე მუშაობთ”...

ქართველებს ვეტყვი: “თქვენთან ვართ, გვერდში გიდგავართ, თქვენს ბრძოლას ვხედავთ”. მაგრამ ჩვენ ასევე ვხედავთ მათ, ვინც განადგურებენ. ვხედავთ რეჟიმის ოფიციალურ პირებს, როგორიცაა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი. ის საქართველოს რეჟიმის მოსამართლეა, რომელმაც 21 წლის ბიჭს, მათე დევიძეს, პატიმრობის ოთხ წელიწად-ნახევარი მიუსაჯა პროევროპული დემონსტრაციის ორგანიზებისთვის. ეს რეალობაა საქართველოში.

მსურს, რომ ამ ქალს თავისი არდადეგების იტალიაში გატარების პრივილეგია არ ჰქონდეს. მსურს, რომ პრორუსული რეჟიმის ყველა ოფიციალურ პირს აეკრძალოს ევროკავშირში შესვლა. მკაცრი სანქციები გვჭირდება იმათ მოსაშორებლად, ვინც საქართველოს რუსიფიკაციას ახდენენ”, - განაცხადა ევროპარლამენტარმა კშიშტოფ ბრეიზამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს