ბენიამინ ნეთანიაჰუ - დონალდ ტრამპთან შეხვედრა ფოკუსირებული იყო ღაზაში დაკავებული მძევლების გათავისუფლების მცდელობებზე

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან გამართული შეხვედრა ფოკუსირებული იყო ღაზაში დაკავებული მძევლების გათავისუფლების მცდელობებზე.

„ერთი წამითაც არ ვჩერდებით და ეს შესაძლებელია იმ ზეწოლის წყალობით, რასაც ჩვენი გმირი ჯარისკაცები ახორციელებენ“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, ისრაელს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მიაღწიოს ყველა თავის მიზანს ღაზაში.

„მივაღწიოთ ყველა ჩვენი მძევლის, როგორც ცოცხლის, ასევე გარდაცვლილის, გათავისუფლებას, „ჰამასის“ სამხედრო და მმართველობითი შესაძლებლობების აღმოფხვრას და იმის უზრუნველყოფას, რომ ღაზა აღარ წარმოადგენდეს საფრთხეს ისრაელისთვის“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მისივე თქმით, დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე ასევე განიხილეს ისრაელისა და აშშ-ს მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაციის შედეგები და შესაძლებლობები.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს