თსსუ-ის მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის პროგრამებს 256 ახალი კურსდამთავრებული ჰყავს

8 ივლისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის პროგრამების 256 კურსდამთავრებულის საზეიმო გამოსაშვები ცერემონია გაიმართა.

ღონისძიება უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა გახსნა. მან კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა და პროფესიულ გზაზე წარმატება უსურვა.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. თსსუ-ს კიდევ ერთი გამოშვება ჰყავს. თქვენ ხდებით მსოფლიო მედიცინის დიდი ოჯახის წევრები. დღეს ასევე სევდიანი დღეცაა - ვემშვიდობებით სტუდენტებს, რომლებმაც ჩვენთან ერთად წლები გაატარეს. დღეს თქვენი ცხოვრების ერთი ეტაპი დასრულდა და იწყება ახალი. უნდა ამაყობდეთ თქვენი მიღწევით. ექიმობა არა მარტო პროფესია, არამედ მოწოდებაა, სადაც პრივილეგიას თან ახლავს დიდი პასუხისმგებლობა იმ ადამიანების მიმართ, ვინც განდობთ საკუთარ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. დარწმუნებული ვარ ყველა გამოწვევას ღირსეულად გაუმკლავდებით. გილოცავთ და დიდ წარმატებას გისურვებთ პროფესიულ გზაზე. თქვენი ალმა მატერი ამაყობს თქვენით. გახსოვდეთ, თსსუ ყოველთვის მზად არის თქვენი მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნა თსსუ-ის რექტორმა.

კურსდამთავრებულებს, ასევე, სიტყვით მიმართა მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანმა ასოცირებულმა პროფესორმა დავით თოფურიამ.

„ეს არის დღე, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებული იქნება თქვენთვის. ეს არის ახალი დასაწყისი. დარმუნებული ვარ თქვენს არაერთ მიღწევას გავიგებთ. გილოცავთ ამ დღეს და გისურვევთ წარმატებებს, - აღნიშნა დეკანმა.

ამის შემდეგ, გაიმართა ფაკულტეტების კურსდამთავრებულების მანტიებით შემოსვის ცერემონია, რომელიც პროფესიული ღირსებისა და პასუხისმგებლობის სიმბოლურ ჟესტია.

ცერემონია დასრულდა საზეიმო ფიცის დადებით – მომავალი პროფესიული საქმიანობისადმი ერთგულების, თავდადებისა და ეთიკური სტანდარტების დაცვის პირობით.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ამაყობს თავისი კურსდამთავრებულებით. თსსუ ულოცავს ყველა კურსდამთავრებულს და წარმატების სურვილით აცილებს მათ მომავალ პროფესიულ გზაზე – გზაზე, რომელიც ადამიანების დახმარებასა და მათზე ზრუნვაზეა აგებული.

ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს