გიორგი ვაშაძე - ერთადერთი, რაც მაწუხებს საპატიმროში, ურთიერთთავდასხმებია - ტელევიზიით გამუდმებით ერთმანეთის ლანძღვას ვუყურებ

ერთადერთი, რაც მაწუხებს საპატიმროში, ურთიერთთავდასხმებია. ტელევიზიით გამუდმებით ერთმანეთის ლანძღვას ვუყურებ, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება პერსონალურად მე არ მეხებოდეს, გული მტკივა, რადგან ვიცი, რომ ნებისმიერი ასეთი ნათქვამი გვაშორებს გამარჯვებას,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, პატიმრობაში მყოფი გიორგი ვაშაძის წერილშია ნათქვამი, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

მისივე თქმით, ის იმედოვნებს, რომ „შეცდომებს გაიაზრებენ და საბოლოო გამარჯვებისთვის გაერთიანებას მალე შეძლებენ“.

„44 წლის გავხდი. დიდი მადლობა ყველას მოლოცვისთვის. ვარ შემართებით და ბრძოლის განწყობით, გამარჯვებაში დარწმუნებული. თუ რამეს ვისურვებდი ამ დაბადების დღეზე - ერთიანობაა, ერის გაერთიანება, რომ დავიხსნათ ჩვენი სამშობლო. რაც მალე გავერთიანდებით, მით მალე გავიმარჯვებთ!

ერთადერთი, რაც მაწუხებს საპატიმროში, ურთიერთთავდასხმებია. ტელევიზიით გამუდმებით ერთმანეთის ლანძღვას ვუყურებ, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება პერსონალურად მე არ მეხებოდეს, გული მტკივა, რადგან ვიცი, რომ ნებისმიერი ასეთი ნათქვამი გვაშორებს გამარჯვებას.

იმედი მაქვს, ამასაც მალე გადავლახავთ, დავიწყებთ ერთმანეთის მოსმენას, განსხვავებულ აზრს პატივს ვცემთ, შევეცდებით ერთმანეთთან კომპრომისის ძიებას, შეცდომებს გავიაზრებთ და საბოლოო გამარჯვებისთვის გაერთიანებას მალე შევძლებთ.

ძალა ერთობაშია!

პატიმრობაში მყოფი, მაგრამ თავისუფალი გიორგი ვაშაძე“,- წერს ვაშაძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს