აქციების დროს დაკავებული სერგეი კუხარჩუკი - აღშფოთებული ვარ პროკურატურით და სამართალდამცავებით - ჩვენს მიმართ არასამართლიანი ბრალდებაა

აღშფოთებული ვარ პროკურატურით და სამართალდამცავებით, - ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა სერგეი კუხარჩუკმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ყველა მათგანი უსაფუძვლოდ, მტკიცებულებების გარეშეა დაკავებული.

„პირველად ვხედავ, ბრალდებულები ისხდნენ ციხეში უდანაშაულოდ. ჩემს მიმართ ბრალდება უსაფუძვლოა, დაკავებულები ვართ და ჩვენს მიმართ არასამართლიანი ბრალდებაა გამოყენებული მტკიცებულებებით, რომელიც არ არსებობს. აღშფოთებული ვარ პროკურატურით და სამართალდამცავებით. მაქვს აზრი, რომ სასამართლო ცრუა და სამართალი სასამართლოში არაა, გაუმარჯოს საქართველოს, სლავა უკრაინა",- განაცხადა კუხარჩუკმა.

ის უკრაინის მოქალაქეა, ქართულ ენას არ ფლობს, შესაბამისად, თარჯიმნით სარგებლობს, სწორედ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დააფიქსირა დაცვის მხარემ პრეტენზია. ადვოკატ ბექა ხახობაშვილის თქმით, ბრალდებულმა „სლავა უკრაინაო" თქვა, თარჯიმანმა კი „უკრაინა სლავაო" თარგმნა.

ადვოკატის თქმით, ის ვერ იგებს, რას უთარგმნის თარჯიმანი და ამის კონტროლი არ არის.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის განმარტებით კი, „სასამართლომ ძალიან კარგად გაიგო და მათ თუ ვერ გაგიგეს, ეს მათი პრობლემაა".

ცნობისთვის, დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს