პარიზის პოლიციამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ შტაბ-ბინაში ჩხრეკა ჩაატარა

პარიზის პოლიციამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ შტაბ-ბინაში ჩხრეკა ჩაატარა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრეზიდენტი, ჯორდან ბარდელა ავრცელებს.

„დილის 8:50 საათიდან „ეროვნული გაერთიანების“ შტაბ-ბინაში, მათ შორის მისი ლიდერების ოფისებში, ოცამდე შეიარაღებული პოლიციელი, ორი გამომძიებელი მოსამართლის თანხლებით, ჩხრეკას ატარებს“, - წერს ჯორდან ბარდელა X-ზე.

მისი თქმით, პოლიციამ პარტიის საარჩევნო საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები ამოიღო.

„ეს უპრეცედენტო ოპერაცია შევიწროების ახალი კამპანიის ნაწილია და პლურალიზმზე სერიოზულ თავდასხმას წარმოადგენს“, - აღნიშნავს ბარდელა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა