ანდრეი ერმაკი - რუსების მიერ გამოყენებული „შაჰედების“ რაოდენობა არაეფექტური გახდება

ღამით ჩვენმა დრონმა-ჩამჭრელებმა მტრის სამიზნეების მნიშვნელოვანი რაოდენობა ჩამოაგდეს, რუსული „შაჰედების“ რაოდენობა მომავალში არაეფექტური გახდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსმა ოკუპანტებმა ღამით უკრაინის ტერიტორიაზე კიდევ ერთი მასშტაბური თავდასხმა განახორციელეს. ერმაკმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა თავდასხმა მაშინ განახორციელა, როცა შეერთებულმა შტატებმა საჯაროდ გამოაცხადა, რომ უკრაინას იარაღს მიაწვდიდა.

„ჩვენმა ჩამჭრელმა დრონებმა დიდი რაოდენობით სამიზნეები ჩამოაგდეს. შემდგომში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება და, ზოგადად, რუსული „შაჰედების“ მთელი ეს რაოდენობა არაეფექტური გახდება“, - აღნიშნა ერმაკმა.

შეგახსენებთ, რუსებმა უკრაინას წუხელ რეკორდული რაოდენობის, 741, დრონებით და რაკეტებით შეუტიეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს