გურამ მაჭარაშვილი - თუ ვინმე შეურაცხყოფს ევროპულ ღირებულებებს, სამწუხაროდ, ეს არის სწორედ ევროპარლამენტის რეზოლუცია, ევროკავშირში მოთავსებული ბიუროკრატია თავისი გადაწყვეტილებებით

თუ ვინმე საქართველოში ქმნის ევროპულ ნიჰილიზმს და შეურაცხყოფს ევროპულ ღირებულებებს, სამწუხაროდ, ეს არის სწორედ ევროპარლამენტის რეზოლუცია, ევროკავშირში მოთავსებული ბიუროკრატია თავისი გადაწყვეტილებებით, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც რეზოლუციის ტექსტის მიხედვით, საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებას და ქვეყნის მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვ, ნიშნავს, რომ ამ ტიპის რეზოლუციას არავითარი ფასი აღარ აქვს.

„ეს მორიგი რეზოლუცია, რომელსაც, თვითონაც იციან, რომ ყურადღებას არავინ აღარ აქცევს, არც საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ, არის მათი ერთადერთი იარაღი. აბსოლუტურად უგულებელყოფილია, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ ერთადერთმა შემფასებელმა, ეუთო/ოდირმა დაწერა დასკვნა, რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ გაყალბებასთან დაკავშირებით მტკიცებულებები უბრალოდ არ არსებობს. მაინც რომ წერ რეზოლუციაში ახალ არჩევნებს და ითხოვ სააკაშვილის გათავისუფლებას, მაშინ როცა გარდა სტრასბურგის სასამართლოსი, დროებითმა საგამოძიებო კომისიამ თავისი ხუთთვიანი განხილვების დროს მორიგ ჯერზე კიდევ სწრაფად გადაატარა მთელი 9 წლის განმავლობაში მისი დანაშაულებრივი სისტემა ქართულ საზოგადოებას, უკვე ნიშნავს, რომ ამ ტიპის რეზოლუციას არავითარი ფასი აღარ აქვს. აქედან გამომდინარე, ჩვენი და ქართული სახელმწიფოს დღის წესრიგია, შევინარჩუნოთ პრაგმატული ნაბიჯები - მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობები, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან გადალაგება იმ ურთიერთობების, რომლის იმედიც გვაქვს. ეს ჩვენი დღევანდელი დღის წესრიგია“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტში გუშინ, 8 ივლისს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა. ამასთან, ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა რეზოლუციის პროექტი, რომელსაც კენჭს დღეს უყრიან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს