La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა

მილანში, La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც ორივე მხარემ გასული სეზონის შედეგები გააანალიზა და სამომავლო განვითარებისა და პოტენციური რეგიონული გაფართოების გეგმები განიხილა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა Gazzetta-ს ბრენდის ძლიერ ზრდას საქართველოში, ადგილობრივი საზოგადოების მზარდ ჩართულობასა და ქართველი სპორტის გულშემატკივრებისთვის ინოვაციური კონტენტ სტრატეგიების წარმატებით განხორციელებას.

La Gazzetta dello Sport-ის დირექტორმა, ჯანლუკა ვარანომ, ზემოხსენებული პროგრესით კმაყოფილება გამოთქვა:

"ჭეშმარიტად საინტერესოა იმის დანახვა, თუ როგორ იზრდება Gazzetta-ს ბრენდი საქართველოში, თუ როგორ იპყრობს ადგილობრივი სპორტული საზოგადოების ვნებასა და ზოგადად რეგიონში როგორ ამკვიდრებს სპორტულ ჟურნალისტიკაში ახალ სტანდარტს. ჩვენ დიდ პოტენციალს ვხედავთ ამ მოგზაურობის ერთად გაგრძელებაში", - განაცხადა ჯანლუკა ვარანომ.

“La Gazzetta dello Sport-თან პარტნიორობამ საშუალება მოგვცა, გლობალურად აღიარებული სპორტული მედია ბრენდი ქართველ გულშემატკივრებთან უფრო ახლოს წარმოგვეჩინა. ჩვენ ვამაყობთ მიღწეული პროგრესით და სრულად ვართ ერთგულნი Gazzetta-ს საქართველოში შემდგომი განვითარებისა და რეგიონული შესაძლებლობების ერთობლივ ათვისებაში."- SMH Global-ის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა მაჭავარიანი.

შეხვედრისას მხარეებმა ასევე განიხილეს პოტენციური თანამშრომლობა და რეგიონული პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს Gazzetta-ს აღმოსავლეთ ევროპაში გაფართოებას, ამავდროულად, სპორტულ მედიაში ბრენდის ხარისხის, სანდოობისა და ინოვაციებისადმი ერთგულების შენარჩუნებას.

La Gazzetta dello Sport-ი ოფიციალურად, 2024 წლის 31 იანვარს შემოვიდა ქართულ მედიასივრცეში. ერთ წელზე მეტია მსოფლიოში წამყვანი სპორტული მედია საქართველოში წარმატებით ოპერირებს. La Gazzetta dello Sport Georgia-მ ამ დროის განმავლობაში, ქართულ სპორტულ მედიასივრცეში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი დაიმკვიდრა.

SMH Global-ის ჩართულობით, მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა საქართველო, სადაც La Gazzetta dello Sport-ის ფრანჩიზმა ოპერირება ექსკლუზიურად დაიწყო.

SMH Global-ი ევრაზიის ქვეყნებსა და საქართველოში, მსოფლიოს ნომერ პირველი სპორტული მედიაპლატფორმის, La Gazzetta dello Sport-ის ექსკლუზიური ფრანჩიზის მფლობელი გახდა.

SMH Global

La Gazzetta dello Sport Georgia

Lasha Machavariani

(R)

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!