თუ გსურთ მოიპოვოთ სიღრმისეული ცოდნა ადამიანის უფლებების, გლობალიზაციის, ეკონომიკური გამოწვევებისა და განვითარების საკითხებში და შეისწავლოთ, როგორ არის ეს საკითხები ინტეგრირებული ბიზნესში, პოლიტიკასა თუ უბრალოდ ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაშინ Webster University Tbilisi-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა თქვენთვისაა. კურსის ფარგლებში მაგისტრანტები შეისწავლიან გლობალური ეკონომიკის სამართლებრივ, ისტორიულ, სოციალურ და პოლიტიკურ ფაქტორებს. ასევე დეტალურად განიხილავენ გლობალური საზოგადოების განვითარების დინამიკას, სტრუქტურულ მახასიათებლებს და სხვა აქტუალურ საკითხებს.
თეორიული ცოდნის პარალელურად სამაგისტრო კურსის ფარგლებში მაგისტრანტები დაეუფლებიან სწორი კომუნიკაციის, ანალიტიკური აზროვნების, კონფლიქტების გადაჭრისა და მოლაპარაკებების უნარ-ჩვევებს. ეს ყველაფერი კი აუცილებელია ლიდერული პოზიციების დასაკავებლად დასაქმების გლობალურ ბაზარზე.
თუ გაინტერესებთ, რატომ უნდა აირჩიოთ Webster University Tbilisi საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის შესასწავლად, გეტყვით, რომ:
შეიძენთ გლობალურ ხედვას
პროგრამის ფარგლებში ნებისმიერ საკითხს გლობალური პერსპექტივით განიხილავთ და დეტალურად შეისწავლით, თუ რა კავშირშია სოციალური და პოლიტიკური გარემო ბიზნესთან. სხვადასხვა სპეციალიზებული კურსისა და კვლევის გზით, მათ შორის Webster-ის Global Policy Horizons კვლევითი ლაბორატორიის გამოყენებით, უკეთ გაანალიზებთ საერთაშორისო მმართველობის ინსტიტუტებს შორის რთულ ურთიერთობებს. უნივერსიტეტის გლობალური ქსელის მეშვეობით, შეძლებთ სწავლისა და მოგზაურობის კომბინაციას, პროფესიული კავშირების დამყარებას სხვა ქვეყნებში.
ისწავლით Webster University-ის სხვა კამპუსებში
Webster University Tbilisi-ს კამპუსში უნივერსიტეტის ამერიკული თუ სხვა საერთაშორისო კამპუსების ანალოგიური სასწავლო პროგრამები ისწავლება. ეს ნიშნავს, რომ თქვენ იმ განათლებას მიიღებთ, რომელსაც აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში სწავლის შემთხვევაში მიიღებდით. თუმცა ეს ყველაფერი მისთვის ბევრად უფრო ბიუჯეტური იქნება, რადგან, ერთი მხრივ, საქართველოში სწავლის ყოველწლიური გადასახადი ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე სხვა კამპუსებში და მეორე მხრივ, მათ არ მოგიწევთ სხვა ქვეყანაში მოგზაურობისა და ცხოვრების ხარჯების დაფარვა.
დამატებით, თბილისის კამპუსის მაგისტრანტებს შეუძლიათ ერთი სემესტრი Webster University-ს ქსელის ნებისმიერ კამპუსში გაატარონ. ამჟამად უნივერსიტეტს სასწავლო კამპუსები აქვს აშშ-ში, შვეიცარიაში, ავსტრიაში, ჰოლანდიაში, ჩინეთში, საბერძნეთში და სხვა.
დასაქმდეთ თქვენი ინტერესების შესაბამისად
საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრატურა შესაძლებლობას გაძლევთ, რომ საქმიანობის სფერო თქვენი ინტერესების შესაბამისად შეარჩიოთ. ეს შეიძლება იყოს სახელმწიფო სამსახური, საერთაშორისო ორგანიზაცია, არაკომერციულ სექტორი, ბიზნესი, საერთაშორისო განათლება და სხვა.
შეგახსენებთ, რომ Webster University Tbilisi არის საქართველოში ავტორიზებული პირველი და ერთადერთი ამერიკული უნივერსიტეტი, რომელიც გლობალური ქსელის ოფიციალურ კამპუსს წარმოადგენს, გასცემს ამერიკულ დიპლომს და ასწავლის ამერიკაში აკრედიტებული პროგრამებით.
Webster University ამერიკული საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული წარმომადგენელია. 1915 წელს დაარსებული უნივერსიტეტის მთავარი კამპუსში აშშ-ში, მისურის შტატში მდებარეობს. გლობალურ ბაზარზე უნივერსიტეტი გამოირჩევა სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომით, საერთაშორისოდ აღიარებული თანამედროვე სასწავლო პროგრამებითა და უნიკალური საერთაშორისო გამოცდილებით.
ამასთან, ვებსტერის უნივერსიტეტში სამაგისტრო საფეხურზე ჩასაბარებლად საჭიროა ჩააბაროთ საერთო სამაგისტო გამოცდა, საბაკალავრო საფეხურზე მოგროვებული გქონდეთ GPA-ის მაჩვენებელი 3.0 და მეტი, გქონდეთ ინგლისური ენი B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (ან ჩააბაროთ შიდა გამოცდა) და გაიაროთ გასაუბრება კომისიასთან ინგლისურ ენაზე.
(R)