ვიდეოს ავტორის მტკიცებით, ატამი "ხუმრობის მიზნით", სოციალურ ქსელში ასატვირთად შეღებეს

სოციალურ ქსელში გავრცელებული ატმის შეღებვის ვიდეოში მონაწილე პირები გურჯაანის პოლიციამ გამოკითხა. ასევე, ინციდენტის ადგილზე, იმყოფებოდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომდგენლები, სადაც მათ ფერმერებისგან ის პროდუქტი ამოიღეს და დალუქეს , რომელიც მეპატრონის მტკიცებით, დაზიანებული იყო და არა რეალიზაციისთვის, არამედ სოციალურ ქსელში განსათავსებლად ხუმრობის მიზნით გამოიყენეს.

თავად ვიდეოს ავტორები აცხადებენ, რომ ატამი „ტიკ-ტოკზე“ განთავსების მიზნით შეღებეს, რომელიც ვიდეოს გადაღების შემდეგ გადაყარეს.

"წლებია ამ სფეროში ვართ. ფერმერები ვართ და ატმის ბაღები გვაქვს. მოკრეფილი ხილი ხარისხდება და ირჩევა. დაზიანებული ხილი კი იყრება. სწორედ ასეთი დაზიანებული ხილი ხუმრობის მიზნით შევღებეთ და ხალხმა ცუდად მიიღო. ცუდი ხუმრობა გამოვიდა.არ გვეგონა, თუ ასეთი რეაქცია მოჰყვებოდა, თორემ ყველამ იცის, რომ მომწიფებულ ატამს ისედაც წითელი ფერი აქვს", - ამბობს გიორგი უტიაშვილი (ვიდეოს ავტორი).

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რეალიზაციისთვის გამზადებულ ატამს პულივიზატორით ღებავენ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა