უკრაინაში ჯაშუშობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს

უკრაინაში ჯაშუშობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, დაკავებული ჩინეთის მოქალაქეები ქვეყნიდან უკრაინული “ნეპტუნის” რაკეტების წარმოების შესახებ საიდუმლო დოკუმენტაციის გატანას ცდილობდნენ.

“უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვამ კიევში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავა, რომლებიც ჩინეთში უკანონოდ ცდილობდნენ უკრაინული სარაკეტო კომპლექსის “ნეპტუნის” შესახებ საიდუმლო დოკუმენტაციის გატანას”, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის სპეცსამსახურების ცნობით, ერთ-ერთი დაკავებული კიევის ერთ-ერთი ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტია. მეორე დაკავებული კი მამამისია, რომელიც ჩინეთში ცხოვრობდა, მაგრამ პერიოდულად უკრაინაში ჩადიოდა, რათა პირადად მოეხდინა თავისი შვილის აგენტურული სამუშაოს კოორდინირება.

აღნიშნულია, რომ ყოფილი ჩინელი სტუდენტი “ნეპტუნების” წარმოების შესახებ ტექნიკური დოკუმენტაციის მოსაპოვებლად უკრაინელის რეკრუტირებას ცდილობდა, რომელსაც კავშირი ჰქონდა უახლესი შეიარაღების განვითარებასთან. მამამისი კი უკრაინის ტერიტორიაზე 7 ივლისს შევიდა და მომდევნო დღეს კიევში ჩინეთის საელჩოს ეწვია.

“უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვამ ჯაშუში ჯერ კიდევ დაწყვებით ეტაპზე გამოაშკარავა და დანაშაულის ადგილზე დააკავა, მისთვის საიდუმლო დოკუმენტების გადაცემის დროს. მომდევნო ეტაპზე დააკავეს მამამისი, რომელსაც საიდუმლო ცნობები ჩინეთის სპეცსამსახურებისთვის უნდა გადაეცა”, - ნათქვამია განცხადებაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია