სალომე ზურაბიშვილი - მინდა, წარმოგიდგინოთ რეალისტური გეგმა, რომელიც მოითხოვს, მოვიდეთ გონს - წინააღმდეგობის პლატფორმა გაცოცხლდეს და ჩამოაყალიბოს გარდამავალი მთავრობა, გვჭირდება პროგრამა და გვაქვს - „ქართული ქარტია“, რომელსაც სჭირდება განახლება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სამოქმედო გეგმა წარადგინა.

ზურაბიშვილის განცხადებით, წინააღმდეგობის პლატფორმა უნდა გაცოცხლდეს, გაძლიერდეს და გაფართოვდეს და წინააღმდეგობის პლატფორმამ უნდა ჩამოაყალიბოს გარდამავალი მთავრობა.

მისივე თქმით, უნდა განახლდეს „ქართული ქარტია“, მასში უნდა შევიდეს ცვლილებები და დღევანდელ დღესთან შესაბამისობაში მოვიდეს.

„მინდა, წარმოგიდგინოთ რეალისტური გეგმა, რაც გაგვაჩნია, რომელიც მოითხოვს, რომ მოვიდეთ გონს. არავინ არ არის აქ გამარჯვებული და დამარცხებული, ასე არ უნდა დამთავრდეს ეს ჭიდილი [თვითმმართველობის არჩევნებში] მონაწილეობას მივიღებთ, თუ არ მივიღებთ. უნდა დამთავრდეს იმით, რომ ყველანი გავიგებთ, ეს არ არის ჩვენი თემა, ჩვენი თემა არის, როგორ გავაძლიეროთ პროტესტი, რომელმაც მოგვიყვანა ამ დღემდე. პოლიტიკურმა მხარემ უნდა გააძლიეროს პროტესტი. ამისთვის გეგმა არის საკმაოდ მარტივი, მაგრამ ძალიან შინაარსიანად უნდა იყოს გატარებული.

გეგმის პირველი ნაწილი არის სწორედ აღიარება, რომ არავინ არ გაიმარჯვა, არავინ არ დამარცხდა და ჩვენ ამ არჩევნების ფარსში არ მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ ყველანი მივიღებთ მონაწილეობას ამ ბრძოლის ბოლო ეტაპში. ეს პირველ რიგში მოითხოვს იმას, რომ წინააღმდეგობის პლატფორმა გაცოცხლდეს, გაძლიერდეს და გაფართოვდეს. ამაში უნდა შემოვიყვანოთ ყველა ის ფორმატები და ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა კუთხით იკრიბებიან და აქვთ სხვადასხვა მოსაზრებები. ყველა მოსაზრება არის საჭირო და ყველა ჯგუფის წარმომადგენლობა არის აუცილებელი. ეს არის ნამდვილი ერთიანი წინააღმდეგობის პლატფორმა.

ამ პლატფორმამ უნდა ჩამოაყალიბოს ის, რაც გვაკლია დღემდე და რაც უნდა გვქონოდა ბევრად ადრე, რასაც ჰქვია გარდამავალი მთავრობა. არავის არ უყვარს ვაკუუმი, ჩვენი საზოგადოების წუხილი და ნაკლები ჩართულობა აქედანაც გამომდინარეობს, რომ ვერ ხედავს, „ესენი თუ არა აბა ვინ?“, ეს არის მუდმივი კითხვა, როცა რეჟიმის ცვლილება მოდის. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ამ კითხვაზე პასუხი გავცეთ და დავანახოთ საზოგადოებას და უცხოელ პარტნიორებს, ვინ იქნება ხვალ, როცა დაწყებული ჩამოშლის პროცესი დასრულდება რეჟიმის ჩამოშლით. დავანახოთ, რომ ესენი იქნებიან პროფესიონალები, ალბათ, ნაკლებად პოლიტიკოსები და მეტად ტექნიკური პროფესიონალები.

მესამე, რაც გვჭირდება, ეს არის პროგრამა და ეს გვაქვს, ეს არის „ქართული ქარტია“, რომელსაც სჭირდება განახლება იმიტომ, რომ მისი მიღების შემდეგ, რაღაცები შეიცვალა, თუმცა არსებითი ნაწილი არ შეცვლილა. დღევანდელი დღის შემხედვარე ცოტა უნდა შევცვალოთ. ეს იქნება ჩვენი ერთობლივი სამოქმედო გეგმა.

უკვე გვაქვს დოკუმენტი, რომელიც ასახავს წინაპირობებს, რაც უნდა იყოს მიღწეული იმისთვის, რომ ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო