გიორგი რუხაძე - სალომე ზურაბიშვილისგან ველი მეტ მოქმედებას და არა მოწოდებას - რაც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციას, „ქართული ოცნება“ უიმედო მდგომარეობაშია, აღარაფერი ეშველება

ქალბატონი პრეზიდენტი არის მართლაც ერთადერთი ლეგიტიმური ფიგურა დღეს საქართველოში და მისგან ველი მეტ მოქმედებას და არა მოწოდებას, - ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვას გამოეხმაურა.

გიორგი რუხაძის თქმით, ზურაბიშვილმა ის კი არ უნდა თქვას, რა არის გასაკეთებელი, არამედ, ის რომ „მე გავაკეთებ ამას, მე ამ ადამიანებთან ერთად ჩამოვაყალიბებ ამას“.

„იდეა სწორია და ვეთანხმები ქალბატონ სალომეს, რომ ეს ყველაფერი გასაკეთებელია, მაგრამ ეგ შემიძლია ვთქვა მეც, ანალიტიკოსმა და ჩამოვაყალიბო, რომ ეს ასე ჯობია, ასე უნდა გაკეთდეს, ასე უნდა შეიქმნას. მე ველი პოლიტიკოსებისგან, რომ იტყვიან: „ჩამოვაყალიბებ, გავაკეთებ, ავაშენებ, დავანგრევ“. ქალბატონი პრეზიდენტი არის მართლაც ერთადერთი ლეგიტიმური ფიგურა დღეს საქართველოში და მისგან ველი მეტ მოქმედებას და არა მოწოდებას. მოწოდება გასაგებია, მაგრამ ამ მოწოდებამ არ იმუშავა, არასაკმარისია. მე ველი, რომ ის იტყვის: „მე გავაკეთებ ამას, მე ამ ადამიანებთან ერთად ჩამოვაყალიბებ ამას““, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

გიორგი რუხაძემ გადაცემაში ევროპარლამენტის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ უიმედო ავადმყოფის მდგომარეობაშია და ევროპარლამენტმა რაც უნდა რეზოლუციები მიიღოს, ქცევას არ შეიცვლის.

„[ევროპარლამენტში] რეზოლუციას რეზოლუციაზე იღებენ, განცხადებებიდან გადადიან მოქმედებებზე და „ქართული ოცნება“ იქცევა ისე, ვითომ არაფერი ხდება. მე მგონია, რომ ივანიშვილის რეჟიმმა თავი ისეთ მდგომარეობაში შეიყვანა, რომ მას დასავლეთში საერთოდ პარტნიორები აღარ ჰყავს, გარდა რამდენიმე ადამიანისა. რაც არ უნდა რეზოლუციები მიიღონ ევროპარლამენტში ან „მეგობარი აქტი“ აშშ-ში, „ქართული ოცნება“ ამის გამო ქცევას არ შეიცვლის. „ქართული ოცნება“ უიმედო ავადმყოფის მდგომარეობაშია, გინდა წამალი გაიკეთე, გინდა სხვა რაღაც, აღარაფერი ეშველება. ის მიდის ახლა დასასრულისკენ და ამ დასასრულისკენ სვლაში დააზიანებს ყველას, ვისაც მოახერხებს, ოღონდ საკუთარი სიცოცხლე გადაირჩინოს“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო