მიხეილ სარჯველაძე - თურქეთიდან საიმედო ცნობებია და იმედი მაქვს, ძალიან სწრაფად მოხდება თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის აღდგენა, ოჯახის გადაწყვეტილება აუცილებლობით არ ყოფილა ნაკარნახევი - რთულმა მდგომარეობამ გადაიარა და მადლობა ქართველ ექიმებს

თორნიკე რიჟვაძის რთული დღეები უნაკლოდ და სწორად იქნა მართული ქართველი ექიმების მიერ. ჩვენი კლინიკების მზადყოფნა ასეთი შემთხვევების დროს დასაფასებელია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაიმედებელია.

თორნიკე რიჟვაძეს დადებითი დინამიკა აღენიშნება. ოჯახის თხოვნით იგი გადაყვანილი იქნა თურქეთში, საიდანაც საიმედო ცნობებია და იმედი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად მოხდება მისი ჯანმრთელობის აღდგენა. ოჯახის ეს გადაწყვეტილება, აუცილებლობით არ ყოფილა ნაკარნახევი. მათ სრულფასოვნად აეხსნათ ინფორმაცია არსებული მდგომარეობისა და რისკების მაქსიმალურად ნეიტრალიზების შესახებ, რასაც ბუნებრივია, ანგარიში გავუწიეთ. რთულმა მდგომარეობამ გადაიარა და მადლობა ქართველ ექიმებს.

ასევე, საგარეჯოში ჩატარებული ოპერაციისა და სწორად წარმართული მკურნალობისთვის, მადლობა იქაურ ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს. ოპერაცია შესანიშნავად ჩატარდა და შემდგომ მისი გადმოყვანა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოხდა, სადაც რთული დღეები უნაკლოდ და სწორად იქნა მართული. მდგომარეობაც შესაბამისად დამაიმედებელი იყო. ამანაც შექმნა შესაძლებლობა, რომ მისი გადაყვანა მომხდარიყო თურქეთში. ეს პარამეტრები რომ არ გაუმჯობესებულიყო, ტრანსპორტირებაც პრობლემა იქნებოდა. ჩვენი კლინიკების მზადყოფნა ასეთი შემთხვევების დროს დასაფასებელია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა კლინიკის ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს“, - განაცხადა სარჯველაძემ, რომლის კომენტარსაც პრესსმსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი