დიმიტრი ცქიტიშვილი - ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ამ პირობებში გამართულ არჩევნებში, ხელს შეუწყობს არსებული სტატუს-კვოს ნორმალიზებას და იქნება ისეთივე პასუხისმგებელი მოსალოდნელ შედეგებზე, როგორც თვითონ „ქართული ოცნება”

ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ამ პირობებში გამართულ არჩევნებში, ხელს შეუწყობს არსებული სტატუს-კვოს ნორმალიზებას და იქნება ისეთივე პასუხისმგებელი მოსალოდნელ შედეგებზე, როგორც თვითონ ქართული ოცნება”, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას, რომელშიც ნათქვამია, რომ „არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი პირობებით, მუნიციპალური არჩევნები გამოწვევებს უქმნის ნებისმიერ პოტენციურ მონაწილეს“ და „თვითგამოცხადებული ხელისუფლება ასეთ მონაწილეობას ახალი სტატუს-კვოს აღიარებად გამოიყენებს“.

მისი შეფასებით, "ასეთი მკაფიო ევროპარლამენტი ჯერ არასდროს ყოფილა!".

ცქიტიშვილის თქმით, თუ ჩვენი მიზანია საქართველოს დემოკრატიული განვითარება და ევროპული ინტეგრაცია, მაშინ დღეისათვის ამაზე მნიშვნელოვანი, მკაფიო და ცალსახა გზავნილი არ არსებობს.

ცქიტიშვილი წერს, რომ ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებული ანგარიში პირდაპირ მიუთითებს, რომ „ქვეყანაში დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპები სრულად მოშლილია, სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია, ქვეყანაში ჩამოყალიბდა დიქტატურა“.

„ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი მკვეთრად შეცვლილია და ორიენტირებულია რუსეთზე, ჩინეთზე და ირანზე!

საქართველო იმდენად დასცილდა უკვე ევროკავშირს, რომ ევროპარლამენტი მოთხოვს მდგომარეობის სრულ და დეტალურ აუდიტს. ამ აუდიტის შედეგებიდან გამომდინარე საქართველო დაკარგავს ყველა აქამდე მიღწეული პრივილეგიას (ასოცრება, თავისუფალი ვაჭრობა, ვიზა ლიბერალიზაცია, და ასე შემდეგ).

ამაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება „ქართული ოცნების“ რეჟიმს!

ასევე, დღეისათვის ყველაზე აქტუალური საკითხის მიმართ გზავნილი ასეთია:

ევროპარლამენტის შეფასებით, საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო და პოლიტიკური გარემო არ იძლევა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას — არც საპარლამენტოს და არც ადგილობრივის.

მოქმედ რეჟიმს არჩევნები ესაჭიროება არა ქართველი ხალხის ნების დასადგენად, არამედ არსებული სტატუს-კვოს ლეგიტიმაციისთვის. შესაბამისად, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ამ პირობებში გამართულ არჩევნებში, ხელს შეუწყობს ამ სტატუს-კვოს ნორმალიზებას და იქნება ისეთივე პასუხისმგებელი მოსალოდნელ შედეგებზე, როგორც თვითონ „ქართული ოცნება“, - წერს ის.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია