ემანუელ მაკრონი კირ სტარმერს შეხვდა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს შეხვდა. როგორც BBC წერს, ლიდერები ლონდონში 37-ე ფრანგულ-ბრიტანულ სამიტს დაესწრებიან.

გამოცემის ცნობით, დღეს დილით მათ შორის გამართული საუბრის მთავარი თემა მიგრანტების საკითხია. კირ სტარმერი და ემანუელ მაკრონი განიხილავენ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც დიდი ბრიტანეთი იმ მიგრანტებს, რომლებიც ქვეყანაში ლა-მანშის გადაკვეთას მცირე ნავებით ცდილობენ საფრანგეთში დააბრუნებს.

ყოველი უკან დაბრუნებული მიგრანტისთვის საფრანგეთი გაერთიანებულ სამეფოში თავშესაფრის მაძიებელს გაგზავნის - შესაძლოა, ისეთს, რომელსაც დიდ ბრიტანეთთან ოჯახური კავშირი აქვს.

როგორც BBC წერს, ლა-მანშის სრუტეზე მიგრანტების რაოდენობა წელს 56%-ით გაიზარდა. 6 ივლისის მონაცემებით, 2025 წელს დიდ ბრიტანეთში პატარა ნავებით სულ 21 117 მიგრანტი ჩავიდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს