თურქეთში ბოლო 9 თვის განმავლობაში რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოწინააღმდეგე 500-ზე მეტი პოლიტიკოსი დააკავეს

თურქეთში ბოლო 9 თვის განმავლობაში 500-ზე მეტი პოლიტიკოსი დააკავეს, რომლებიც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოწინააღმდეგეები არიან.

Reuters წერს, რომ ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიება კორუფციულ ქსელს ეხება, რომელიც „რვაფეხას ჰგავს, რომლის საცეცებიც თურქეთის სხვა ნაწილებსა და საზღვარგარეთამდეა გადაჭიმული“.

მათივე ცნობით, გამოძიება თავდაპირველად სტამბოლში დაიწყო, მაგრამ მთელ ქვეყანაში გავრცელდა და მხოლოდ იმ მუნიციპალიტეტებს მოიცავს, რომლებსაც ერდოღანის მთავარი ოპონენტი რესპუბლიკური სახალხო პარტია (CHP) მართავს.

„ეს არის სამართლებრივი პროცესი და არა პოლიტიკური. ჩვენ არ ვართ ჩართულნი ამ პროცესის არცერთ ასპექტში“, - განუცხადა ერდოღანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს