აშშ-მა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალურ მომხსენებელს ფრანჩესკა ალბანეზეს სანქციები დაუწესა

აშშ-მა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალურ მომხსენებელს ფრანჩესკა ალბანეზეს სანქციები დაუწესა.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, ამის მიზეზი ალბანეზეს მიერ საერთაშორისო კრიმინალურ სასამართლოში ქმედებები გახდა.

„დღეს სანქციებს ვუწესებ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალურ მომხსენებელ ფრანჩესკა ალბანეზეს, საერთაშორისო კრიმინალურ სასამართლოში მისი არალეგიტიმური და სამარცხვინო მცდელობის გამო, აშშ-ისა და ისრაელის ოფიციალური პირების, კომპანიებისა და მენეჯერების წინააღმდეგ ქმედებების ინიცირების მიზნით.

ალბანეზეს მიერ აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ წარმოებულ პოლიტიკური და ეკონომიკური ომის კამპანიას აღარ მოვითმენთ. ჩვენ ყოველთვის დავუდგებით მხარში ჩვენს პარტნიორებს მათი თავდაცვის უფლებაში. შეერთებული შტატები გააგრძელებს ნებისმიერ ქმედებას, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის სამართლებრივი ზეწოლის საპასუხოდ და ჩვენი სუვერენიტეტისა და მოკავშირეების დაცვის მიზნით“, - წერს რუბიო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს