Silk Road Logistics-ის წარმატება აბრეშუმის გზაზე, ჩინეთიდან თბილისამდე - ქართულ ლოგისტიკურ რუკაზე გაჭრილი ახალი გზა - კონკურენტული უპირატესობები და წარსული გამოცდილება

როცა ყველაფერი წარმოუდგენლად ჩანდა, ჩვენ დავიწყეთ! 2015 წელს, როდესაც აბრეშუმის გზის კომერციული პოტენციალი ქართულ ლოგისტიკურ კომპანიებს მხოლოდ შორეულ ოცნებად მიაჩნდათ, Silk Road Logistics-ის დამფუძნებლებმა გააკეთეს ის, რასაც ბევრი ვერ გაბედავდა: ღვინით დატვირთული ორი სატვირთო მანქანა, დასავლეთ ჩინეთის რეგიონის მომარაგების მიზნით, საქართველოდან ჩინეთში სახმელეთო მარშრუტით ჩავიდა. ეს გახლდათ არამხოლოდ გადაზიდვა, ეს იყო ლოგისტიკის რუკაზე ახალი ხაზი, გზა, რომელიც მხოლოდ ქართული ძალებითა და გამბედაობით გაიჭრა. ხოლო, ქართულ ლოგისტიკაში ახალი ეტაპი დაიწყო, ერთი შეხედვით, მარტივი გადაწყვეტილებით - მანქანა ჩინეთიდან საქართველოში უფუნქციოდ არ უნდა დაბრუნებულიყო! ასე დაიბადა ტვირთის წამოღების კონცეფცია და შეიქმნა კიდეც სრულყოფილი ციკლი!

ამ გაბედულ ნაბიჯს მოჰყვა შემდეგი ეტაპები: დავაარსეთ საწყობები ჩინეთის ორ სტრატეგიულ ქალაქში - გუანჯოუსა და ივუში, გავზარდეთ ჩვენი გუნდი და წარმომადგენლობა სასაზღვრო პუნქტებთან, შევიძინეთ საკუთარი სატვირთო მანქანები. პროცესის ყველა ეტაპი სრულად ქართული რესურსებით უზრუნველვყავით - საკუთარი გუნდითა და რაც მთავარია, საკუთარი ხედვით!

ჩვენმა გუნდმა, ჩინეთში, კერძოდ გუანჯოუსა და ივუში, საკუთარი საწყობების გახსნითა და ადგილობრივი წარმომადგენლობით, დაიწყო ის, რაც მაშინ თითქმის წარმოუდგენლად ითვლებოდა.

  • სრულად კონტროლირებადი ჯაჭვი, წარმატების საფუძველი

დღეს Silk Road Logistics წარმოადგენს ერთადერთ ყველაზე სტაბილურ და სწრაფ სახმელეთო გადაზიდვების ქსელს აზია-საქართველოს მიმართულებით.

ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობებია:

  • პირდაპირი ხაზი, შუამავლების გარეშე;
  • საკუთარი სატვირთო მანქანები და საწყობები;
  • ყველა ეტაპზე, ჩვენი თანამშრომლები;
  • მრავალწლიანი გამოცდილება და სისტემური სტაბილურობა

დღეს 200-ზე მეტი პროფესიონალი მუშაობს იმისთვის, რომ ტვირთი მომხმარებელს მაქსიმუმ 20 დღეში ჩააბარდეს.

ამას ემატება საბაჟო-საბროკერო მომსახურება, ასევე ადგილზე მიწოდება ქუთაისსა და ბათუმში დამატებითი ხარჯების გარეშე.

სერვისების სრული ჯაჭვი, რომელიც ერთი მიზნისთვის მუშაობს: სისწრაფე და საიმედოობა.

  • სისტემური ნდობა, 10 წელი გზაში

Silk Road Logistics ათწლიანი გამოცდილება, ნათელი მაგალითია იმისა, რომ ქართულ ლოგისტიკურ სივრცეში შესაძლებელია საერთაშორისო სტანდარტებით მომსახურება.

მნიშვნელოვანი გამოწვევის, პანდემიის პერიოდში, როდესაც მსოფლიოს უმსხვილესი გადამზიდავი კომპანიები გაჩერდნენ, საჰაერო ტარიფები 15 დოლარზე ავიდა, ხოლო კონტეინერის ღირებულება 15 000-17 000 დოლარამდე გაიზარდა, Silk Road Logistics იყო ერთადერთი ქართული კომპანია, რომელმაც შეძლო ჩინეთიდან სახმელეთო გზით ტვირთის ტრანსპორტირება.

იმ პერიოდში, ჩვენ შევძელით პირბადეების, სამედიცინო მასალებისა და კრიტიკულად საჭირო ტვირთის შემოტანა.

ამ ნაბიჯმა არამხოლოდ ათობით ადგილობრივი ბიზნესი გადაარჩინა გაჩერებასა და გაკოტრებას, არამედ ხაზგასმით დაამტკიცა ჩვენი კომპანიის სანდოობა გლობალურ კრიზისშიც კი.

  • Silk Road Logistics, ნებისმიერი მასშტაბის ბიზნესის პარტნიორია

ჩვენი მომხმარებლები მრავალფეროვანია:

  • სატენდერო კომპანიები;
  • საშუალო და მსხვილი იმპორტიორები;
  • და ინდივიდუალური მეწარმეები;

ერთი სიტყვით, ვისაც სჯერა სისწრაფის, გამჭვირვალობისა და სტაბილურობის.

  • მცირე ამანათები

მოთხოვნიდან გამომდინარე, 2020 წელს დავაარსეთ სილქ ფოსტი, მცირე ამანათებზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ და გამართულ მომსახურებას.

დღეს სილქ ფოსტს ათასობით კმაყოფილი და ერთგული მომხმარებელი ჰყავს.

  • საქართველო როგორც ტრანზიტული ჰაბი

დღეს, Silk Road Logistics ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ვაქციოთ საქართველო აზიასა და ევროპას შორის ტრანზიტულ ხიდად!

ამასთან დაკავშირებით, უკვე ჰონგ-კონგიდან ვახორციელებთ გადაზიდვებს, ასევე ვამუშავებთ ახალ ხაზებს კორეიდან, იაპონიიდან და აზიის სხვა ქვეყნებიდან. ჩვენი გეგმა ითვალისწინებს საქართველოში შემოსული ტვირთის ევროპულ ბაზრებთან პირდაპირ გადაზიდვას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც რეგიონალურ ლოგისტიკურ ჰაბად, დამკვიდრებას.

Silk Road Logistics ნათელი მაგალითია იმისა, როგორ შეუძლიათ ქართულ კომპანიებს გლობალურ სივრცეში შექმნან და დაიმკვიდრონ საკუთარი ადგილი, როცა არსებობს ხედვა, გონივრული სტრატეგია და დაუღალავი შრომა.

Silk Road Logistics სულ უფრო მეტად იმკვიდრებს ადგილს საქართველოს რუკაზე, როგორც საიმედო ლოგისტიკური პარტნიორი!

თუ თქვენც გსურთ მიიღოთ ტვირთი ყველაზე სწრაფად, დაგვიკავშირდით!

თბილისი

  • (+995) 596 30 00 22
  • (+995) 595 37 00 01
  • sales@silkroadlogistics.com

ბათუმი:

  • (+995) 598 01 77 99
  • (+995) 598 03 77 99
  • bt@silkroadlogistics.com

(R)

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის