სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი ორმხრივი მოლაპარაკებებისა და ორ ქვეყანას შორის ნდობის აღდგენის ზომების გატარების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის შეხვედრის დეტალებს აქვეყნებს.

მათივე ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ ორმხრივი მოლაპარაკებებისა და ორ ქვეყანას შორის ნდობის აღდგენის ზომების გატარების გაგრძელებაზე.

„სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი 2025 წლის 10 ივლისს აბუ-დაბიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შეხვდნენ და სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფოთაშორისი ნორმალიზაციის დღის წესრიგის სხვადასხვა ასპექტი განიხილეს.

დადასტურდა, რომ ორმხრივი მოლაპარაკებები ნორმალიზაციის პროცესთან დაკავშირებული ყველა საკითხის გადასაჭრელად ყველაზე ეფექტურ ფორმატს წარმოადგენს და ამის საფუძველზე შეთანხმდნენ, რომ ასეთი შედეგზე ორიენტირებული დიალოგი გაგრძელდება.

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადეს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს თბილი მიღებისა და ორმხრივი შეხვედრის ორგანიზებისთვის“,-აცხადებს სამინისტრო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს