სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი

ქართული მობილური ოპერატორი „სელფი მობაილი“, რომელიც 1.42 მილიონ აბონენტს ემსახურება, ევროპაში მოგზაურობისას ინტერნეტით სარგებლობის გამარტივებისთვის, მომხმარებლებს როუმინგზე განახლებულ პირობებს სთავაზობს.

ამის შესახებ ინფორმაციას “სელფი მობაილი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, როუმინგით ევროპაში ყოფნისას მომხმარებელები 2025 წლის 30 სექტემბრამდე სპეციალური ფასით ისარგებებენ.

„ისარგებლე სელფის როუმინგით ევროპაში ყოფნისას და მიიღე სპეციალური ფასი 2025 წლის 30 სექტემბრამდე: 1 გბ-ს ფასი 10 ლარის ნაცვლად, 8 ლარი იქნება; 3 გბ-ს ფასი 25 ლარის ნაცვლად, 15 ლარი იქნება; 5 გბ-ს ფასი 35 ლარის ნაცვლად, 30 ლარი იქნება; 10 გბ-ს ფასი 65 ლარის ნაცვლად, 50 ლარი იქნება.

იაფი ფასის გარდა, „სელფის“ როუმინგით სარგებლობისას, შენ იღებ დამატებით ბონუსებს: ინტერნეტის გახარჯვის გარეშე სარგებლობ Google Maps-ით და აგზავნი ტექსტურ შეტყობინებებს Whatsapp-თა და Facebook Messenger-ით. ბონუსებით სარგებლობა შეგიძლია შეთავაზების გააქტიურებიდან 30 დღის განმავლობაში, იმის მიუხედავად, დაგრჩა თუ არა მეგაბაიტები ბალანსზე/პაკეტზე.

მოგზაურობისას, სადაც ყველაფერი დეტალურად დაგეგმილია, ყველაზე ნაკლებად, მოულოდნელი გართულებები გვჭირდება. ისეთი უსიამოვნებები, როგორებიცაა: საზოგადოებრივი WiFi-ის უსაშველოდ რთული პაროლი, ციფრული თაღლითობა, ან ადგილობრივი სიმბარათის მოუქნელობა, არცთუ იშვიათია. სწორედ ასეთ არასასიამოვნო სიურპრიზებს და მათი თავიდან არიდების გზას ეძღვნება სელფის ახალი სარეკლამო კამპანია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის:

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება