საქართველოს 20 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტ 2025-ის B დივიზიონისთვის ემზადება - კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია „საქართველოს ბანკი“

საქართველოს 20 წლამდე კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები FIBA U20 EuroBasket 2025-ის B დივიზიონში მიიღებს მონაწილეობას. თამაში 11-20 ივლისს, ერევანში (სომხეთი) გაიმართება. საქართველოს ნაკრები ჯგუფში ავსტრიის, შვეიცარიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, დანიისა და ნიდერლანდების ნაკრებებს დაუპირისპირდება.

ტურნირის მთავარი მიზანი პირველი სამი ადგილის დაკავება და A დივიზიონში გადასვლაა. სწორედ ამ შედეგით დასტურდება მომავალი თაობის პროგრესი და ეროვნული კალათბურთის მაღალი სტანდარტები.

მოსამზადებელი ეტაპი გუნდისთვის განსაკუთრებით ინტენსიური და მრავალფეროვანი იყო. უკვე თვეზე მეტია, ნაკრები აქტიურად ემზადება. სამზადისი გაიმართა მათ შორის ლატვიაში გამართულ შეკრებაზეც, სადაც კალათბურთელები ყოველდღიურ ტაქტიკურ და ფიზიკურ ვარჯიშებთან ერთად სხვადასხვა ამხანაგურ შეხვედრებში ევროპული ნაკრებების წინააღმდეგ მონაწილეობდნენ. ამ მატჩებმა გუნდს მისცა გამოცდილება და ტურნირისთვის აუცილებელი სათამაშო რიტმი.

ნაკრების შემადგენლობა ახალგაზრდა და პერსპექტიული მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული – გუნდი, რომელიც მზად არის იბრძოლოს თითოეული თამაშისთვის და ღირსეულად წარმოაჩინოს საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე.

FIBA U20 EuroBasket B დივიზიონი არის უმნიშვნელოვანესი ასპარეზი ახალგაზრდა ტალანტებისთვის და საქართველოსთვის – შანსი, დაამტკიცოს საკუთარი ადგილი ევროპის კალათბურთის ელიტაში.

ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებს ევრობასკეტ 2025-ზე. კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს