გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 ივლისს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 ივლისს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 ივლისს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჭართალი, წითლიანა, წინა და უკანა მხარი, ზენუბანი, ბუჩაანთკარი, ხანდო, ჩანადირთკარი, მლაშე, ბოდორნა, მლაშე, კოჭობა, თხილიანა, ბულაჩაური, აბანოსხევი, ქუბრიაანი, ქოჩორაანი, დავათი და მიმდებარე სოფლებში, ბაზალეთის ტბაზე.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე, სოფლებში: არღუნი, ახალი ტონჩა, ჯავახიანთკარი, დუდაურები, ვეძათხევი, ველთაურთკარი, ოქრუაანი, მილახვრიანი.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე, დენი გაეთიშებათ მომხმარებლებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ძალისი, ილტოზა, ვაზიანი, ერედა, ქანდა, პატარა ქანდა, მჭადიჯვარი;

11:00 საათიდან 17:00 საათამდე, სოფლებში: მუხრანი, ვარდისუბანი, ქსოვრისი, ძველი ქანდა, ბურიანი.

12:00 საათიდან 18:30 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდებათ აბონენტებს სოფლებში: თხინვალა, ლისი, ზემო ლისი, მსხალდიდი, ქვემო ლისი.

13:00 საათიდან 18:00 საათამდე, დენი გაითიშება თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ქვემო და ზემო არტანი, დულუზაურები, ჭურჭელაურები, მამადაანები, სხლოვანი, ღორღა და მიმდებარე სოფლებში.

მათივე განმარტებით, სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი