„ჯი-თი გრუპის“ გენერალური დირექტორი - ვაგონების პირველი 4 შემადგენლობა მომავალი წლის ნოემბრიდან დაიწყებს შემოსვლას და 2027 წლის თებერვალში დასრულდება, დანარჩენ ვაგონებს კი 5 წლის განმავლობაში შემოვიყვანთ

კომპანია „ჯი-თი გრუპის“ გენერალური დირექტორის, თემურ უსტიაშვილის განცხადებით, კომპანია ვაგონების მოწოდებას თბილისის მერიისთვის მომავალი წლის ნოემბრიდან დაიწყებს. ამის შესახებ უსტიაშვილმა თბილისის მერიაში, მეტროს ვაგონების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში, გამარჯვებულ კომპანიასა და თბილისის მერიას შორის შესაბამისი ხელშეკრულების დადების შემდგომ განაცხადა.

როგორც უსტიაშვილმა აღნიშნა, პირველი 4 შემადგენლობის, ჯამში კი, 36 ვაგონის შემოტანა საქართველოში 2027 წლის თებერვალში დასრულდება.

„დღეს გაფორმდა ხელშეკრულება თბილისის მერიასა და „ჯი-თი გრუპს“ შორის. „ჯი-თი გრუპს” ვალდებულება აქვს, რომ მოაწოდოს მეტროს ვაგონები. „ჯი-თი გრუპმა“, მოგეხსნებათ, ტენდერი მოიგო. ჩვენ ვაგონების დავიწყებთ მოწოდებას მომავალი წლის ნოემბრიდან. პირველი 4 შემადგენლობა, ჯამში 36 ვაგონი, შემოსვლას დაიწყებს მომავალი წლის ნოემბრიდან და ამ 4 შემადგენლობის შემოყვანას დავასრულებთ 2027 წლის თებერვალში. დანარჩენ ვაგონებს შეთანხმებისამებრ, შემოვიყვანთ მომავალი 5 წლის განმავლობაში”,- განაცხადა თემურ უსტიაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, გათვალისწინებულია თუ არა რისკები ხელშეკრულებაში, უსტიაშვილმა აღნიშნა, რომ „რისკები მინიმალურია”.

„ამერიკაშიც, უნგრეთშიც ვაგონები მიწოდებული აქვს კომპანიას და მოგებული აქვს ტენდერები, სადაც შეგხვდებათ მათი ვაგონები. რეალურად, ჩვენ მერიასთან გვაქვს საბანკო გარანტია დადებული და იმ შემთხვევაში, თუ ვერ მივაწოდეთ რომელიმე ვაგონი, პასუხისმგებელი ვიქნებით თანხით. აქედან გამომდინარე, მგონი, რისკები მინიმალურია. რაც შეეხება მომავალში რა მოხდება, ამას ნამდვილად ვერ გეტყვით”,- განაცხადა უსტიაშვილმა.

რაც შეეხება პასუხს კითხვაზე, რომელიც შეეხებოდა ინფორმაციას, რომ კომპანია „ჯი-თი გრუპის” ერთ-ერთი მეწილე იყო „ქართული ოცნების” შემომწირველი 2020 წელს, უსტიაშვილმა აღნიშნა, რომ „ჩვენ პოლიტიკურ თემებში ვერ ვერევით” და ნებისმიერი დამფუძნებლის პირადი სურვილია, თუ რომელიმე პარტიას თანხას შესწირავს.

„ნებისმიერ დამფუძნებელს თუ სურვილი აქვს, რომ რომელიმე პარტიას შესწიროს თანხა, ეს მისი პირადი სურვილია. უკაცრავად და ჩვენ პოლიტიკურ თემებში ვერ ვერევით. უკაცრავად, მაგრამ თუ ტენდერს მოიგებს კომპანია, არ ნიშნავს იმას, რომ კორუფციულ გარიგებაშია. დღეს ტენდერს იგებს კომპანია ყველაზე დაბალი ფასით. როდესაც რამდენიმე კომპანია იღებს მონაწილეობას და ყველაზე დაბალი ფასი გააჩნია მოგებულ კომპანიას, იმაზე არ შეიძლება იმაზე თქვათ, რომ რაიმე გარიგებაშია. აბსურდია”,- განაცხადა უსტიაშვილმა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი