KASS LAND გრანდიოზული ატრაქციონების პარკი დღეს ბავშვების მხიარულების ეპიცენტრად იქცა! საქართველოს ყველა მოქალაქეს შესაძლებლობა ქონდა, პარკის ჯადოსნური ატრაქციონებითა და მათთვის სპეციალურად ორგანიზებული გასართობი პროგრამით სრულიად უფასოდ ესარგებლა.
KASS LAND-მა აგრეთვე სხვადასხვა ბავშვთა სახლის 60-ზე მეტ ბენეფიციარს უმასპინძლა და მათ დაუვიწყარი დღე აჩუქა. ჯამში, დღეს ატრაქციონების პარკს და კანიონს 4 000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია.
წალკის კანიონის დაცული ტერიტორია საკულტო „ბრილიანტის ხიდით“, ებრაულ-ქართული საინვესტიციო ჯგუფის KASS GROUP-ს და სახელმწიფოს თანამშრომლობის შედეგად, რეგიონის სავიზიტო ბარათად იქცა. წალკის კანიონი 2025 წელს ორი მნიშვნელოვანი სიახლით - ატრაქციონების უზარმაზარი პარკითა და სასტუმრო კომპლექსით ხვდება. „დისნეი ლენდის“ პრინციპით გაშენებული ატრაქციონების ჯადოსნური პარკი KASS LAND საოჯახო გართობისთვის უკონკურენტო ადგილია.
KASS LAND რეზორტი მოიცავს:
ატრაქციონების პარკი მოიცავს:
KASS GROUP საქართველოში ტურიზმისა და ეკოტურიზმის მიმართულებით მსხვილ ინვესტიციებს 2016 წლიდან ახორციელებს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია წალკის კანიონის (ყოფილი დაშბაშის კანიონი) ტურისტული განვითარება, რომელიც უნიკალური გეოლოგიური და ეკოლოგიური ზონა და დაცული ტერიტორიაა. საინვესტიციო პროექტის ფარგლებში შეიქმნა თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელმაც რეგიონის პოპულარობა და შესაბამისად, სოციალურ-ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვნად განაპირობა. კანიონს დღემდე 250,000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია. წლიური ზრდის მაჩვენებელი კი 20-25%-ს აღწევს. ობიექტი ყოველდღიურად დაახლოებით 1000 ტურისტს მასპინძლობს. 2016 წლიდან დღემდე, KASS ჯგუფის ინვესტიციამ საქართველოში 200 მილიონ ლარს გადააჭარბა.